Jump to content

წარმოგიდგენთ PlayStation 5-სა და DualShock 5 კონტროლერის კონცეპტს


Recommended Posts

კომპანია Sony-ს ახალი გეიმინგ კონსოლის შესახებ უამრავი საინტერესო დეტალისა და ტექნიკური შესაძლებლობის წარმოდგენა ხდება პერიოდულად. რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ იაპონურმა კომპანიამ შესაძლოა PlayStation 5 აღჭურვოს სპეციალური კარტრიჯით, რომელიც საშუალებას იძლევა გაფართოვდეს მეხსიერების სანახი სივრცის მოცულობა SSD ფორმატის SATA-დისკის დაყენების ხარჯზე. ეს ფაქტი პოზიტიურად უნდა აისახოს კონსოლის საბაზისო კომპლექტაციის ფასზე. 

image.png 

ერთ-ერთმა რითეილერმა საზოგადოებას გაუზიარა თავისი ხედვა, თუ როგორი იქნება ახალი გეიმინგ კონსოლი და ჯოისტიკი DualShock 5. როგორც ავტორი აცხადებს, იგი პირველ რიგში დაეყრდნო სამომავლო მოწყობილობის დიზაინის თავისებურ ხედვას, თუმცა იხელმძღვანელა კონსოლის შესახებ გაჟონილი ცნობებით, რომლებიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად ვრცელდებოდა. 

სამომავლო კონსოლის საინტერესო მახასიათებლებიდან შეიძლება გამოყოს კონტროლერ DualShock 5-ის უსადენო დატენვის შესაძებლობა, აგრეთვე დისპლეის ზედა ნაწილის LED-განათება. ეს ზედა ნაწილი შესაძლოა ეკრანის დამატებით სენსორად მოგვევლინოს. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონცეპტის გამავრცელებელი რითეილერი ევროპაში ელექტრონიკის უმსხვილესი გამყიდველია. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს გერმანიაში და ფლობს ათასზე მეტ ინტერნეტ-მაღაზიას ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ხსენებულ რითეილერს შესაძლოა დახურულ ინფორმაციასან წვდომა ჰქონდეს. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.