Jump to content

SpaceX-მა წარმატებით ჩაატარა Crew Dragon-ის საევაკუაციო სისტემის გამოცდა


Recommended Posts

კომპანია SpaceX-ის სპეციალისტებმა წარმატებით განახორციელეს პილოტირებული კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ის ძრავისა და ევაკუაციის სისტემის შემოწმება. სიახლის შესახებ თავდაპირველად კომპანიის კუთვნილ სოციალურ ქსელში დაიწერა, შემდეგ კი დეტალური ინფორმაცია გამოჩნდა ამერიკული აეროკოსმოსური სააგენტო NASA-ს ვებ-გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში ძრავის ანალოგიური გამოცდისას საგანგებო სიტუაცია შეიქმნა, რამაც გამოიწვია კოსმოსური ხომალდის აფეთქება. დაიწყო ინციდენტის შესწავლა SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტების მიერ და აღმოჩნდა, რომ თხევადი საწვავის ნაწილმა ჰელიუმის გამაძლიერებელ სისტემაში მოულოდნელად გამოიწვია აალება, რის გამოც მოხდა აფეთქება. ამის საფუძველზე SpaceX-ის ინჟინრებმა გადააკეთეს სისტემის კომპონენტები, რათა მსგავსი ვითარება თავიდან აერიდებინათ. 

image.jpeg 

„ჩატარდა საევაკუაციო სისტემის სრულფასოვანი გამოცდა. SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტები ამ დრომდე აანალიზებენ მიღებულ მონაცემებს და მუშაობენ საევაკუაციო სისტემის დემონსტრაციაზე“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. 

მოსალოდნელია, რომ მიღებული მონაცემების ანალიზისა და აღჭურვილობის შემოწმებების შემდეგ SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტები გამოაცხადებენ თარიღს, თუ როდის მოხდება Crew Dragon-ის ფრენის გამოცდა.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.