Jump to content

Motorola Razr-ის დებიუტი: დასაკეცი 6,2" ეკრანი Flex View, eSIM მხარდაჭერა და ფასი 1500 $


Recommended Posts

ოფიციალურად შედგა ახალი თაობის სმარტფონ Motorola Razr-ის წარდგენა, რომლის შესახებაც ხმები მთელი მიმდინარე წლის მანძილზე ვრცელდებოდა. 

image.jpeg 

მოწყობილობას უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული დასაკეცი კორპუსი აქვს. სმარტფონის მთავარი განსაკუთრებულობაა შიდა დასაკეცი დისპლეი Flex View, რომელიც 180 გრადუსით იკეცება. ეს ეკრანი 6.2-დუიმიანია დიაგონალზე და მისი გაფართოებაა 2142 × 876 პიქსელი. როგორც ცნობილია, პანელსა და ცენტრალური ნაწილის სპეციალურ მექანიზმს შეუძლია გაუძლოს დაკეცვა-გახსნის 100 ათას ციკლს სამი წლის განმავლობაში. 

image.jpeg 

შიდა მხარეს განთავსებულია დამხმარე ეკრანი Quick View დიაგონალით - 2.7 დუიმი და გაფართოებით - 800 × 600 პიქსელი. მასზე აისახება შეტყობინებები, საჭირო სასარგებლო ინფორმაცია და ა.შ. ამ დისპლეის მეშვეობით შესაძებელია მუსიკის მართვა და Google Pay სერვისის გამოყენება. 

უნდა აღინიშნოს, რომ კონსტრუქცია ითვალისწინებს საკმაოდ დიდი ზომის არჩოს კორპუსის ქვედა ნაწილში. აქ არის განავსებული თითის ანაბედის სკანერი მომხმარებლი იდენტიფიკაციისთვის. 

image.jpeg 

სმარტფონს აქვს 16-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა ორი ფლეშ-განათებით, გამოსახულების ელექტრონული სტაბილიზაციის სისტემითა და ლაზერული ავტოფოკუსით. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დამხმარე კამერა 5-მეგაპიქსელიანი სენსორით. 

სმარტფონის პროცესორია Snapdragon 710, რომელსაც აქვს რვა 64-ბიტიანი გამომთვლელი ბირთვი Kryo 360 ტაქტის სიხშირით 2.2 გჰც და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 616. მოწყობილობას აგრეთვე აქვს ხელოვნურ ინტელეტთან დაკავშირებულ ბრძანებებზე პასუხისმგებელი ძრავი Artificial Intelligence (AI) Engine. 

image.jpeg 

მოწყობილობას აქვს LPPDDR4x ტიპის 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128 გბ მოცულობის ფლეშ-მოდული, Wi-Fi 802.11ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 5 უსადენო კავშირების ადაპტერები, GPS-მიმღები და ოთხი მიკროფონი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გათვალისწინებულია NFC მოდული, ასევე USB 3.0 Type-C პორტი. 

image.jpeg 

სმარტფონის გაბარიტებია გახსნილ მდგოამრეობაში 72 × 172 × 6,9 მმ და 72 × 94 × 14 მმ - დაკეცვისას. წონა 205 გრამია. კვებაზე პასუხისმგებელია 2510 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელსაც აქვს 15-ვატიანი TurboPower სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. 

პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 9.0 (Pie). მოწყობილობა იყენებს eSIM ტექნოლოგიას -  ეს გახლავთ ჩაშენებული SIM-ბარათი (ფიზიკური SIM-ბარათის სლოტი გათვალისწინებული არ არის). 

გაყიდვაში დასაკეცი Motorola Razr 9 იანვარს გამოვა მხოლოდ ერთ, შავ ფერში და მისი ფასი იქნება 1500 აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.