Magdalena Posted November 14, 2019 Share Posted November 14, 2019 დაპირებისამებრ, ილონ მაკსმა გააჟღერა ინფორმაცია, თუ სად უნდა განთავსდეს Gigafactory ევროპის ტერიტორიაზე. კომპანიას უკვე აქვს სამი საწარმო, რომელთაგან ორი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, მესამე კი ჩინეთში. ძველად მასკს აქვს ნათქვამი, რომ იდეალურ შემთხვევაში სურს Tesla-ს ქარხნები ყველა კონტინენტზე იყოს წარმოდგენილი. კონფერენციის ფარგლებში გაჟღერდა, რომ ევროპული ქარხანა აშენდება ბერლინის შემოგარენში, ახალ აეროპორტთან ახლოს და პირველ რიგში დაიწყება Model Y ელექტრო ქროსოვერების წარმოება. რადგანაც ამ მოდელის დებიუტი ჩანიშნულია მომდევნო წლის გაზაფხულისთვის, გამოდის, რომ ამ დროზე ადრე გერმანიის ქარხანა ფუნქციონირებას არ დაიწყებს. ამოქმედების მიახლოებითი თარიღია 2021 წლის ბოლო. ამ ქარხანაში აგრეთვე მოხდება ელექტრო ძრავებისა და ელექტრო ბატარეების წარმოება Tesla-ს სატრანსპორტო საშუალებებისთვის. ბერლინში განთავსდება კომპანიის ახალი კვლევითი ცენტრი. მასკის თქმით ამ ადგილის არჩევა განპირობებულია მომავალი ქარხნის მდებარეობის სიახლოვით. იგი მიიჩნევს, რომ ხელოვნების სფეროში ბერლინური ტრადიციები მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია. ინჟინრული სამუშაოების პრალელურად ცენტრი დაკავდება Tesla-ს პროდუქტების დიზაინის შემუშავებითაც. ევროპის ტერიტორიაზე ქარხნის აშენების შედეგად არა მარტო დაიკლებს ლოჯისტიკური შეფერხებების დონე მზა ელექტრომობილების მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე შემცირდება მომხმარებლებისთვის ელექტრომობილების მიწოდების დროც. გარდა ამისა, კარგი სიახლე იქნება ისიც, რომ საბაჟო გადასახადების გავლენა მოაკლდება ელექტრომობილების თვითღირებულებას. წარმოების გაფართოების დაგეგმვისას შეერთებულ შტატების ფარგლებს გარეთ კომპანია ახდენს საინტერესო ნიმუშის დემონსტრირებას - უცხოური საწარმოები აქცენტს აკეთებენ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების მასიური მოდელების წარმოებაზე, როგორიცაა Model Y და Model 3. Tesla-ს ისტორიულ სამშობლოში, აშშ-ში კი დაიწყება სატვირთო Semi-ს, მეორე თაობის Roadster-ისა და ელექტრო პიკაპი Cybertruck-ის წარმოება, რომლის ანონსიც მომდევანო კვირისთვისაა დაგეგმილი. https://3dnews.ru/997542 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.