Jump to content

Tesla-მ განსაზღვრა ევროპის ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობისთვის ადგილი


Recommended Posts

დაპირებისამებრ, ილონ მაკსმა გააჟღერა ინფორმაცია, თუ სად უნდა განთავსდეს Gigafactory ევროპის ტერიტორიაზე. კომპანიას უკვე აქვს სამი საწარმო, რომელთაგან ორი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, მესამე კი ჩინეთში. ძველად მასკს აქვს ნათქვამი, რომ იდეალურ შემთხვევაში სურს Tesla-ს ქარხნები ყველა კონტინენტზე იყოს წარმოდგენილი. 

image.png 

კონფერენციის ფარგლებში გაჟღერდა, რომ ევროპული ქარხანა აშენდება ბერლინის შემოგარენში, ახალ აეროპორტთან ახლოს და პირველ რიგში დაიწყება Model Y ელექტრო ქროსოვერების წარმოება. რადგანაც ამ მოდელის დებიუტი ჩანიშნულია მომდევნო წლის გაზაფხულისთვის, გამოდის, რომ ამ დროზე ადრე გერმანიის ქარხანა ფუნქციონირებას არ დაიწყებს. ამოქმედების მიახლოებითი თარიღია 2021 წლის ბოლო. ამ ქარხანაში აგრეთვე მოხდება ელექტრო ძრავებისა და ელექტრო ბატარეების წარმოება Tesla-ს სატრანსპორტო საშუალებებისთვის. 

ბერლინში განთავსდება კომპანიის ახალი კვლევითი ცენტრი. მასკის თქმით ამ ადგილის არჩევა განპირობებულია მომავალი ქარხნის მდებარეობის სიახლოვით. იგი მიიჩნევს, რომ ხელოვნების სფეროში ბერლინური ტრადიციები მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია. ინჟინრული სამუშაოების პრალელურად ცენტრი დაკავდება Tesla-ს პროდუქტების დიზაინის შემუშავებითაც. ევროპის ტერიტორიაზე ქარხნის აშენების შედეგად არა მარტო დაიკლებს ლოჯისტიკური შეფერხებების დონე მზა ელექტრომობილების მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე შემცირდება მომხმარებლებისთვის ელექტრომობილების მიწოდების დროც. გარდა ამისა, კარგი სიახლე იქნება ისიც, რომ საბაჟო გადასახადების გავლენა მოაკლდება ელექტრომობილების თვითღირებულებას. 

წარმოების გაფართოების დაგეგმვისას შეერთებულ შტატების ფარგლებს გარეთ კომპანია ახდენს საინტერესო ნიმუშ დემონსტრირებას - უცხოური საწარმოები აქცენტს აკეთებენ ელექტრ სატრანსპორტო საშუალებების მასიური მოდელების წარმოებაზე, როგორიცაა Model Y და Model 3. Tesla-ს ისტორიულ სამშობლოში, აშშ-ში კი დაიწყება სატვირთო Semi-ს, მეოე თაობის Roadster-ისა და ელექტრო პიკაპი Cybertruck-ის წარმოება, რომლის ანონსიც მომდევანო კვირისთვისაა დაგეგმილი. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.