Magdalena Posted November 13, 2019 Share Posted November 13, 2019 როდესაც YouTube ამოქმედებას იწყებდა, მისი შემქმნელები ირწმუნებოდნენ, რომ პლატფორმა ნებისმიერ ადამიანს მისცემდა შესაძლებლობას - სერვისზე მიეღო შეუზღუდავი წვდომა თვითგამოხატვისთვის. დროთა განმავლობაში გაჩნდა მკაცრი წესები, აგრეთვე ექაუნთების დაბლოკვის უსაფუძვლო პირობები. ამჟამინდელი ახალი პირობის თანახმად შესაძლოა მილიონობით ადამიანმა დაკარგოს წვდომა ვიდეოჰოსტინგის საკუთარ ექაუნთზე. საქმე YouTube-ის მოხმარების წესების ცვლილებებს ეხება. ამიერიდან, თუკი თქვენს ექაუნთს არ მოაქვს მოგება, ჰოსტინგის ხელმძღვანელობას შეუძლია გადახედოს მას და წაშალოს „კომერციული არამიზაშეწონილობის“ ფორმულირებით. ექსპერტები უკიდურესად არიან შეშფოთებულნი ამ ფაქტით, რადგანაც YouTube-არხების მხოლოდ მცირე ნაწილია ორიენტირებული მოგების მიღებაზე. არხების უდიდესი ნაწილი კი გვევლინება ერთგვარი სავიზიტო ბარათის სახით, აგრეთვე განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის: ათასობით მომხმარებელი პლატფორმაზე საკუთარ ვიდეოჩანაწერებს ინახავს. YouTube-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი ცვლილებები შემუშავებულია სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე არხების ოპტიმიზაციისთვის. ახალი წესები ძალაში შევა 2019 წლის 10 დეკემბერს. როგორც ჩანს, ამ დროისთვის ყველა მომხმარებელმა უნდა მიიღოს მაქსიმალური ზომები თავიანთი მასალების გამოტანისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა მათი ნაგროვები ძვირფასი მასალები უბრალოდ გაქრეს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31607/youtube-nachnet-udalyat-akkaunty-kotorye-ne-prinosyat-pribyli Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.