Jump to content

ASUS ROG Strix XG43VQ: უზარმაზარი მონიტორი გვერდების შეფარდებით 32:10-ზე


Recommended Posts

ASUS-ის მონიტორების ასორტიმენტში მატებაა: შედგა ROG Strix XG43VQ მოდელის დებიუტი, რომელიც გათვილია უმაღლესი დონის გეიმინგ სისტემებში გამოყენებისთვის. 

მონიტორს რკალისებრი ფორმა აქვს (1800R). გამოყენებულია VA მატრიცა ზომით 43,4 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება შეადგენს 3840 × 1200 პიქსელს, გვერდების შეფარდება 32:10-თან. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს DCI-P3 ფერთა გამის 90%-იანი ფლობა, თვალახედვის კუთხეები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად შეადგენს 187 გრადუსს. მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებელი 450 კდ/მ2, კონტრასტულობა - 3000:1. 

პანელის კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. მონიტორს აქვს FreeSync 2 HDR და DisplayHDR 400 ტექნოლოგიების მხარდაჭერა. 

image.jpeg 

პანელის არსენალშია აგრეთვე ASUS GamePlus ფუნქციების ნაკრები: იგი მოიცავს ტაიმერს, კადრების მრიცხველს და გამოსახულების გამთანაბრებელ ინსტრუმენტს მულტი დისპლეის მქონე კონფიგურაციებში. 

ტექნოლოგიები Ultra-low Blue Light და Flicker Free ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას, რაც ხორციელდება ლურჯი ნათების ინტენსიური გამოსხივების შემცირებისა და ციმციმის შეწყვეტის მეშვეობით. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს 5-ვატიანი სტერეოფონური დინამიკები, ორი კონექტორი HDMI 2.0, DisplayPort 1.2 ინტერფეისი, სტანდარტული კონექტორი და USB 3.0 კონცენტრატორი. 

სადგამი საშუალებას იძლევა შეიცვალოს ეკრანის სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან, შესაძებელია ეკრანის მოტრიალება და დისპლეის დახრის კუთხის შეცვლა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.