Jump to content

მთვარეზე აღმოჩენილ იქნა ჟელესმაგვარი ნივთიერება


Recommended Posts

როდესაც ჩინური მთვარემავალი Yutu-2 ძილის რეჟიმში გადასვლისთვის ემზადებოდა, პეკინის აეროკოსმოსური მართვის ცენტრის მკვლევარება როვერის კამერის გამოსახულებაზე უცნაური გელისმაგვარი სუბსტანცია შენიშნეს, რამაც სამეცნიერო სამყარო ააფორიაქა. რას შეიძლება წარმოადგენდეს ეს უცნობი მასალა და საიდან გაჩნდა იგი მთვარის ბნელ მხარეს? 

image.jpeg 

ჩინური როვერი Yutu-2 

როგორც პორტალი sciencealert.com იტყობინება, ჩინური მთვარემავალი Yutu-2 პირველი მთვარემავალია, რომელიც წარმატებით დაეშვა ჩვენი კოსმოსური თანამგზავრის ბნელ მხარეზე. იმისთვის, რომ დღის განმავლობაში აპარატი გადახურებისგან დაეცვათ, სპეციალისტებმა გადაწყვიტეს პერიოდულად „დააძინონ“ როვერი ახლომდებარე კრატერში. სწორედ ასეთ კრატერში იქნა აღმოჩენილი უცხო ნივთიერება, რომელიც ფერით შესამჩნევად განსხვავდებოდა გარემომცველი რუხი ნივთიერება რეგოლიტისგან. 

ექსპერტების აზრით აღმოენილი ნივთიერება შესაძლოა იყოს მუქი მინა, რომლის ფორმირებაც მოხდა ზესწრაფი მეტეორიტის მთვარის მტვრიან ზედაპირზე შეჯახებისას. ცნობილია, რომ მეტეორიტებს შეუძლიათ მინერალები გარდაქმნან მბრწყინავ მინად, რომელიც სინათლეს გარდატეხს. NASA-ს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ნივთიერებას სავარაუდოდ მინერალური წარმომავლობა აქვს. 

უცნობი ნივთიერება არ არის მთვარეზე ნაპოვნი ერთადერთი აღმოჩენა. მთვარეზე არსებული ბუნებრივი წარმოშობის გვირაბები და გამოქვაბულები არა მარტო ნათელს მოჰფენს მთვარის ჩამოყალიბების ამბავს, არამედ ისინი ასტრონავტებს ხელს შეუწყობს ბუნებრივ ქვაბულებში ააგონ  პირველი კოსმოსური ბაზა. 

image.jpeg 

მთვარემავალ Yutu-2-ის მთავარი მიზანია შეისწავლოს კლდეებისა და ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა, ასევე ჩაატაროს კვლევები რადიოასტრონომიის კუთხით და დააკვირდეს მზის აქტივობას, კოსმოსურ გამოსხივებას. მიუხედავად ამისა, პეკინის კოსმოსური ცენტრის სპეციალისტები პირობას დებენ, რომ როგორც კი როვერი ძილის რეჟიმიდან გამოვა, აღმოჩენილ მასალაზე უფრო მეტ ინფორმაციას გვაცნობებენ. ასე რომ უახლოეს დროში მთვარის საიდუმლოებებს ერთი გამოაკლდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.