Jump to content

300 დოლარამდე ღირებულების ვიდეო ბარათები Pcgamesn-ის ვერსიით


Recommended Posts

„საუკეთესო ვიდეობარათების შეძენის დრო ჯერ არ დამდგარა“, „ჯობს, ცოტა კიდევ დავიცადო, მომდევნო თაობა გამოვა“ -  სწორად ასე ფიქრობს უამრავი მომხმარებელი. რეალური მიზეზი კი მათი ფინანსებში შეზღუდულობაა. მათთვის რჩევების მისაცემად ამჯერად გაისარჯნენ ვებ-გვერდ pcgamesn-ის ექსპერტები. მათ შეისწავლეს ყველა შესაძლო ვარიანტი და ვერდიქტი გამოიტანეს. რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს 300-დოლარიანი ფასის კატეგორიაში საუკეთესო ბიუჯეტური ვიდეო ბარათი შეიძინოს. 

image.png 

საუკეთესო ვიდეო ბარათი 250 დოლარამდე ფასის კატეგორიაში: GeForce GTX 1660 Super. 

ხსენებული ვიდეო ბარათი თითქმის ისეთივე სწრაფია, როგორც GTX 1660 Ti, თანაც ფასიც უფრო ხელმისაწვდომი. რაღატომ უნდა გადავიხადოთ მეტი? 

საუკეთესო ბარათი 300 დოლარად: GeForce GTX 1660 Ti. 

1080р გაფართოებისთვის ამ ფასად უფრო სწრაფ ვიდეო ბარათს პრაქტიკულად ვერ ნახავთ. თანაც გავრცელდა ცნობა, რომ მალე ეს ბარათი აღარ გამოვა, ასე რომ სწორედ დროა იჩქაროთ მისი შეძენა. 

image.png 

Radeon RX 590. 

ამ ვიდეო ბარათის ნაკლოვანებად მისი მაღალი ტემპერატურა სახელდება, რეალურად კი ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, მთავარია მასთან კარგი გაგრილების სისტემა გამოიყენოთ. 

როდესაც თანხა არ გვყოფნის: Radeon RX 580.  

ეს ბარათი თითქმის ყველა თამაშისთვის გამოდგება 1080р გაფართოებაზე, გამოყენებიდან ერთი წლის შემდეგ კი მისგან სასწაულებს აღარ უნდა ელოდოთ. თამაშებზე მოთხოვნები სწრაფად იზრდება, გამოყენებიდან გარკვეული დროის შემდეგ მოგიწევთ მინიმუმამდე დაწიოთ პარამეტრები და გადახვიდეთ 720p-ზე. ამ ბარათის ყიდვა მხოლოდ უკიდურესი კრიზისის შემთხვევაში ღირს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.