Magdalena Posted November 11, 2019 Share Posted November 11, 2019 Lenovo და საბავშვო ფონდი Starlight ატარებენ ვირტუალური რეალობის ჰედსეტების საპილოტე გამოცდებს და აპირებენ ისინი ბავშვთა საერთო ანესთეზიის ალტერნატივად გამოიყენონ. ინჟინრები აღნიშნავენ, რომ მოწყობილობა ბავშვებს ყურადღებას გადაატანინებს მათ ირგვლივ არსებული ვითარებისგან, მოუხსნის პანიკასა და შეუმსუბუქებს ტკივილს. საპილოტე პროექტი Starlight საავარდმყოფოებში უკვე ერთი წელია მოქმედებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირტუალური რეალობის გამრთობი თერაპიის კლინიკური პოტენციალი სასარგებლო ინსტრუმენტია და მისი გამოყენება გარკვეულ პროცედურებში შესაძლებელია. ექიმები წარმატებით ასრულებენ ინვაზიურ პროცედურებსაც VR-ის მეშვეობით. „ადამიანის ტვინს შეზღუდული გამშვები შესაძლობლობა აქვს“ - აცხადებს კოლორადოს საბავშვო საავარდმყოფოს დირექტორი - „რაც მეტად ჩაგითრევთ ვირტუალური რეალობა, მით უფრო ნაკლებად აღიქვამს ტვინი ტკივილის სიგნალებს და რაც ნაკლებად აღიქვამს მათ ტვინი, მით მეტია შანსი ვერ იგრძნოთ ტკივილი“. ტექნოლოგია გამოყენებისთვის პრაქტიკულად მზადაა. საავადმყოფოებს მიაწვდიან Lenovo Mirage Solo VR ჰედსეტებს, რომლებსაც ექნებათ ისეთი თამაშებისა და აპლიკაციების მხარდაჭერა, რომლებიც მომხმარებლის ასაკს შეესაბამება. პირველი პროცედურით ბავშვებს ტკივილი შეუმსუბუქეს ლუმბალური პუნქციის დროს, დაზიანებული კიდურების მკურნალობისა და სხვა პროცედურების ჩატარებისას. პაციენტები ვერ ხედავდნენ სამედიცინო აღჭურვილობასა და საკუთარ ტრავმებს, ამიტომ მათი ტკივილი და შფოთვა ნაკლები იყო, გამძლეობის დონე კი - გაცილებით მაღალი. https://hightech.fm/2019/11/10/vr-doctors Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.