Jump to content

Lenovo წარმოგვიდგენს VR-ს, როგორც ბავშვთა ანესთეზიის ალტერნატივას


Recommended Posts

Lenovo და საბავშვო ფონდი Starlight ატარებენ ვირტუალური რეალობის ჰედსეტების საპილოტე გამოცდებს და აპირებენ ისინი ბავშვთა საერთო ანესთეზიის ალტერნატივად გამოიყენონ. ინჟინრები აღნიშნავენ, რომ მოწყობილობა ბავშვებს ყურადღებას გადაატანინებს მათ ირგვლივ არსებული ვითარებისგან, მოუხსნის პანიკასა და შეუმსუბუქებს ტკივილს. 

საპილოტე პროექტი Starlight საავარდმყოფოებში უკვე ერთი წელია მოქმედებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირტუალური რეალობის გამრთობი თერაპიის კლინიკური პოტენციალი სასარგებლო ინსტრუმენტია და მისი გამოყენება გარკვეულ პროცედურებში შესაძლებელია. ექიმები წარმატებით ასრულებენ ინვაზიურ პროცედურებსაც VR-ის მეშვეობით. 

image.jpeg 

„ადამიანის ტვინს შეზღუდული გამშვები შესაძობლობა აქვს“ - აცხადებს კოლორადოს საბავშვო საავარდმყოფოს დირექტორი - „რაც მეტად ჩაგითრევთ ვირტუალური რეალობა, მით უფრო ნაკლებად აღიქვამს ტვინი ტკივილის სიგნალებს ა რაც ნაკლებად აღიქვამს მათ ტვინი, მით მეტია შანსი ვერ იგრძნო ტკივილი“. 

ტექნოლოგია გამოყენებისთვის პრაქტიკულად მზადაა. საავადმყოფოებს მიაწვდიან Lenovo Mirage Solo VR ჰედსეტებს, რომლებსაც ექნებათ ისეთი თამაშებისა და აპლიკაციების მხარდაჭერა, რომლებიც მომხმარებლის ასაკს შეესაბამება. 

პირველი პროცედურით ბავშვებს ტკივილი შეუმსუბუქეს ლუმბალური პუნქციის დროს, დაზიანებული კიდურების მკურნალობისა და სხვა პროცედურების ჩატარებისას. პაციენტები ვერ ხედავდნენ სამედიცინო აღჭურვილობასა და საკუთარ ტრავმებს, ამიტომ მათი ტკივილი და შფოთვა ნაკლები იყო, გამძლეობის დონე კი - გაცილებით მაღალი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.