Jump to content

კვლევა: კრიპტოსავალუტო ტრანზაქციების რიცხვი წლის პირველ ნახევარში 65 %-ით გაიზარდა. საერთო ჯამში კი კრიპტოპროექტების 60 %-მა არსებობა შეწყვიტა ინვესტორების მხრიდან ინტერესის დაკარგვის გამო


Recommended Posts

პროცესინგ-სერვისებით კრიპტოსავალუტო გადახდების მოცულობა 65 %-ით გაიზარდა მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე. Bitcoin-ის წილზე გადახდების 89 % მოდის - გვატყობინებს Chainalysis. წლის მეორე ნახევრის ანალიზისთვის 2019 წლის დასასრულს უნდა დაველოდოთ. 

მკვლევარებმა გააანალიზეს 16 პროცესინგ-სერვისი. Bitcoin-ის პარალელურად მათ შეისწავლეს გადახდები Litecoin-ით, Bitcoin Cash-ია და Tether-ით. USDT-ში პროცესინგული ტრანზაქციების რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა. 

ივლისში ვაჭრობაში კრიპტოსავალუტო გადახდების დღე-ღამურმა მოცულობამ დაახლოებით 5.5 მლნ შეადგინა, იანვარში ეს მაჩვენებელი 3.3 მლნ იყო. შედარებისთვის, ყავის გიგანტ Starbucks-ის ყოველდღიური ბრუნვა დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარია.  

ოქტომბრიდან მოყოლებული Chainalysis იკვლევს საეჭვო ტრანზაქციებს 10 Ethereum-ტოკენებით. 

მეორე კვლევა „მკვდარ“ კრიპტო პროექტებს ეხება, მასში მონაცემები გააანალიზეს LongHash-ის მკვლევარებმა და გამოარკვიეს პროექტების დახურვის ძირითადი მიზეზები. 

პლატფორმის მონაცემებით კრიპტო პროექტების გაუქმების მთავარი მიზეზი მათ მმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესის დაკარგვაა. ამგვარი ბედი ერგო გაუქმებული ტოკენების 63.1 %-ს.  

დახურული პროექტების თითქმის 30 % კი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა. მათი უმეტესობა ამოქმედებული იყო 2017 წელს ICO-ს ბუმისა და ბაზრის სწრაფი ზრდა-გაფართოების ფონზე. 2018 წლისთვის ამგვარი პროექტების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. 

image.jpeg 

პროექტების გაუქმების მიზეზები ასევე გახდა ჩავარდნილი ICO (3.6 %) და ისეთი ტოკენები, რომლებიც სახუმარო სახით გამოვიდა, მაგალითად „AnalCoin“, „BagCoin და BieberCoin” (3.2 %) 

image.jpeg 

მსგავსი პროექტების ზუსტი რაოდენობა განუსაზღვრელია, რადგანაც შეფასების კრიტერიუმები სხვადასხვა სერვისში სხვადასხვაა. ბევრი მათგანი უბრალოდ არც ხვდება ანალიტიკოსების ბაზაში, განსაკუთრებით ის პროექტები, რომლებიც უცხო, არაინგლისურენოვან აუდიტორიაზეა ორიენტირებული. 

უკვე გაუქმებული ტოკენების არსებობის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით წელიწადნახევარი იყო. ყველაზე მცირე ხანს ფუნქციონირებს თვალსაჩინო scam-პროექტები - დაახლოებით ნახევარი წელიწადი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.