Jump to content

არაოფიციალური სიახლე: მრავალმომხმარებლიანი შუთერი „უცხოს“ სამყაროდან 2020 წელს გამოვა


Recommended Posts

რესურს GameWatcher-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ახალი ოფიციალური Alien-ის სამყაროს აღწერა: მასში ნათქვამია, რომ ხსენებული წიგნი იქნება მრავალმომხმრებლიანი შუთერის ფრიქველი, რომელშიც კარგად ნაცნობ ქსენომორფებს ვიხილავთ. თამაშის ავტორია სტუდია Cold Iron Studios. 

image.jpeg 

ნაწარმოების მოკლე აღწერა ამგვარია: დოქტორი ტიმოთი ჰოენიკერი (Timothy Hoenikker) ჩავიდა სადგურ „პალა“-ზე, რომელიც კორპორაცია „Weyland-Yutani“-ს ეკუთვნის. მეცნიერს დაგეგმილი ჰქონდა ეხილა უცხოპლანეტური არტეფაქტები, თუმცა აღმოჩნდა ობიექტის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ბიუროკრატიული და გაუმართლებელი ექსპერიმენტების წინაშე. სადგურზე მომუშავეები იკვლევდნენ ქსენომორფების სხეულების გავლენას ცოცხალ ორგანიზმებზე. მალე ცხადი გახდა, რომ ადამიანთა რიგებში არის პიროვნება, რომლის ქმედებებიც კატასტოფის მიზეზი გახდება. ყოფილი მებრძოლი Victor Rawlings ეჭვს აიღებს ვითარებაზე და თავის ირგვლივ მეომარი ვეტერანების გუნდს ემოიკრებს. როდესაც სადგურზე უცხოების ემბრიონების მორიგი ნაკადი გაჩნდება, ექსპერიმენტები კონტროლის ზონიდან გამოდის და ვითარება მხოლოდ გამოცდილი ჯარისკაცების იმედზე რჩება“. 

image.jpeg 

როგორც GameWatcher-ის ჟურნალისტებმა აღნიშნეს, მსგავსი ფრიქველები უმეტესად ჩნდება მავარი პროექტის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე. ზემოთხსენებული წიგნი გაყიდვაში 2020 წლის 28 ივლისს გამოვა, რაც მრავალმომხმარებლიანი შუთერის გამოსვლის სავარაუდო თარიღზე მიგვანიშნებს. თავად სტუდია ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს. 

Link to comment
Share on other sites

რეალურად კი არცერთი ნაწილი არ იყო ისეთი პოპულარული როგორც isloation და რა გაუხურეს ამ შუტერს ?

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.