Jump to content

NASA-მ წარადგინა ცის სამხრეთი ნაწილის ვარსკვლავური რუკა მილიონობით მონიშნული ვარსკვლავით


Recommended Posts

სააგენტო NASA-ს ექსპერტებმა შექმნეს ვარსკვლავური რუკა იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც თანამგზავრ TESS-ისგან მიიღეს. 

წარმოდგენილი ვიდეორგოლი აწყობილია 208 გამოსახულებისგან, რომლებიც TESS-ისგან მიღებულ იქნა წელიწადნახევრიანი მშაობის პერიოდში. ამ კვლევითი მისიის ფარგლებში TESS-მა აღმოაჩინა 29 ახალი ეგზოპლანეტა და ათასზე მეტი სავარაუდო, დედამიწის მსგავსი ციური სხეული. 

image.png 

NASA-მ ცა 13 სექტორად დაყო. რუკაზე შეგვიძლია ვიხილოთ კომეტები მზის სისტემაში, ახალი ვარსკვლავების აფეთქებები და სუპერმასიური შავი ხვრელიც კი. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=150&v=P3KevBr4go4 

ცის სამხრეთი ნაწილის რუკის შედგენის შემდეგ NASA დაიწყებს ანალოგიურ პროექტზე მუშაობას, რომელშიც ამჯერად ცის ჩრდილოეთი ნაწილი იქნება ასახული. 

ტელესკოპი 2018 წელს გაუშვეს ობსერვატორია Kepler-ის ჩანაცვლების მიზნით - თავისი ფუნქციონირების რვა წლის განმავლობაში Kepler-მა ათასობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. ამჟამად მისი საწვავის მარაგი იწურება, უახლოეს პერიოდში ობსერვატორია მუშაობას შეწყვეტს. 

Kepler-ისგან განსხვავებით TESS კოსმოსის სხვადასხვა კუთხეს აკვირდება და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მონაკვეთს. მას აგრეთვე შეუძლია აღმოაჩინოს არა მხოლოდ მზის მსგავსი ობიექტები, არამედ მცირედ კაშკაშა ვარსკვლავებიც. ამ ტიპის ვარსკვლავებზე მეცნიერებმა ჯერჯერობით პრაქტიკულად არაფერი იციან მათზე დაკვირვების სირთულის გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.