Magdalena Posted November 5, 2019 Share Posted November 5, 2019 კომპანია Microsoft-მა წარადგინა ლიმიტირებული ვერსიის გეიმინგ კონსოლი Xbox One X. ამ მოწყობილობის გამოშვება ასეთი ორიგინალური დიზაინით ეძღვნება ფილმ “ Terminator: Dark Fate”-ის გამოსვლას, რომლის პრემიერაც 31 ოქტომბერს შედგა. როგორც ცნობილია, კონსოლი შეიქმნა Paramount Pictures-თან ერთად. Xbox One X კონსოლის ლიმიტირებულ სპეციალურ ვერსიას განსაკუთრებული დიზაინი აქვს: მის კორპუსზე გამოსახულია კიბორგ Rev-9-ის თავის ქალა. მოწყობილობის ჩართვისას ტერმინატორის თვალი წითლად ინთება. მახასიათებლების მხრივ Xbox One X-ის ლიმიტირებული ვერსია კლასიკურისგან არ განსხვავდება: ეს არის Microsoft-ის უმძლავრესი კონსოლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ 4K-თამაშები 6 ტერაფლოპსი წარმადობის მაჩვენებლის მქონე გრაფიკული პროცესორის წყალობით. კონსოლს AMD-ის რვაბირთვიანი პროცესორი აქვს, რომელიც 2.3 გჰც სიხშირეზე მუშაობს, აგრეთვე აქვს 12 გბ GDDR5 ტიპის ვიდეომეხსიერება. Xbox One X-ის სპეციალური ვერსიის მოგება შესაძლებელია კონკურსში, რომელიც Twitter-ზე ტარდება 1-15 ნოემბრის განმავლობაში. მომხმარებლებმა უნდა მოახდინონ პუბლიკაციის retweet, მოიწონონ და დაწერონ მის ქვეშ კომენტარი ჰეშთეგით - #DarkFateXGears5Sweepstakes, სადაც საჭიროა მიუთითონ, ვისზე დებენ ფსონს - ადამიანებზე თუ რობოტებზე. ამ დროისთვის თვითს 20 ათასზე მეტი მოწონება, 14 ათასი რეთვითი და 12 ათასი კომენტარი აქვს. https://3dnews.ru/996835 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.