Jump to content

AMD საბაზისო დონის კიდევ სამ ვიდეო ბარათს ამზადებს Navi 14-ზე


Recommended Posts

ოპერაციული სისტემა Linux-ისთვის განკუთვნილი დრაივერები ხშირად ხდება მზადების პროცესში მყოფი გრაფიკული პროცესორებისა და ვიდეო დაფების შესახებ ინფორმაციის წყარო. ამჯერად AMD-ის დრაივერების კოდში აღმოჩენილ იქნა Navi 14 გრაფიკული პროცესორის რამდენიმე ვერსია, რაც მიუთითებს, რომ AMD გეგმავს ამ ჩიპზე მეტი რაოდენობის ვიდეო ბარათის გამოშვებას. 

image.jpeg 

ჯერჯერობით AMD-ს წარდგენილი აქვს Navi გრაფიკულ პროცესორზე ორი ვიდეო ბარათი: დესკტოპ ვერსია Radeon RX 5500 და მობილური Radeon RX 5500M, რომელთა გეიმინგ სიხშირე (Game Clock) შეადგენს 1679 და 1448 მეგაჰერცს, შესაბამისად. Radeon RX 5500-ში გამოყენებულია ჩიპი Navi 14 XT, მობილურ RX 5500M-ში კი - Navi 14 XTM. 

უნდა აღინიშნოს, რომ დრაივერებში ნახსენებია მაქსიმალური სიხშირე, (Peak clock) რეალურად კი ეს გეიმინგ სიხშირეა. Navi გრაფიკულ პროცესორებში პიკ-სიხშირეს ეწოდება მაქსიმალური სიხშირე, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ავტომატურად მუშაობის პროცესში, როგორც წესი ხანმოკლე დროის განმავლობაში. გეიმინგ სიხშირე კი თამაშებში საშუალო სიხშირეს წარმოადგენს. 

image.jpeg 

მაგრამ დავუბრუნდეთ Navi 14 ჩიპებს. გამოდის, რომ მითითებული ხუთიდან სამი GPU ჯერ კიდევ არ ყოფილა წარდგენილი. სავარაუდოდ, Navi 14 XTX დაიკავებს დესკტოპ ვერსია Radeon RX 5500 XT-ის ადგილს. მისი გეიმინგ სიხშირე 1717 მჰც-ს შეადგენს. სავსებით სარწმუნოა, რომ ეს ჩიპი არის Navi 14-ის სრული ვერსია 24 გამომთვლელი ბლოკით (Compute unite, CU). Radeon RX 5500-ში კი გრაფიკულ პროცესორს 22 CU აქვს. 

დანარჩენი ორი გრაფიკული პროცესორი კი - Navi 14 XL და Navi 14 XLM - დიდი ალბათობით გახდება დესკტოპ-ვერსია Radeon RX 5300 და მობილური Radeon RX 5300M, შესაბამისად. ან ესენი იქნება Radeon RX 5300 XT და Radeon RX 5300M XT. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი მათგანის გეიმინგ სიხშირე 1448 მჰც-ია, მეორისა კი - 1181 მჰც. 

image.jpeg 

ამ დროისთვის რთულია თქმა, როდის წარადგენს AMD ახალ ვიდეო ბარათებს გრაფიკულ პროცესორ Navi 14-ზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.