Jump to content

იაპონელებმა შექმნეს ავტომობილი მცენარეული ცელულოზით. გარეგნულად იგი ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება


Recommended Posts

კიოტოს უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს სუპერმანქანის კონცეპტი, რომლის სალონი, ინტერიერი მთლიანად შედგება მცენარეული ნანოცელულოზის ბოჭკოვანასგან. ეს არის მასალა, რომელიც ფოლადზე მსუბუქი და რამდენჯერმე მტკიცეა - იგი ასევე საშუალებას იძლევა შემცირდეს ნახშირორჟანგის მოცულობა ავტომობილის წარმოებისას. 

image.png 

მკვლევარებმა მასალის კომერციულ წარმოებაში გამოყენების მეთოდი იპოვეს - დამდნარ მდგომარეობაში მისგან შესაძლებელია სხვადასხვა ფორმის დეტალების ჩამოსხმა, თუკი მას ფისით გაამაგრებენ. ამასთან, ნანოცელულოზის ბოჭკოვანა მზადდება ნატურალური მასალისგან - ხისგან და ექვემდებარება ხელმეორედ გადამუშავება-გამოყენებას. 

სადემონსტრაციოდ მკვლევარებმა შექმნეს სუპერმობილის კონცეპტი, სახელად Nanocellulose Vehicle. მისი წონა დაახლოებით 10 %-ით ნაკლებია ლითონისა და პლასტმასისგან დამზადებული ანალოგიური მანქანის მასაზე. 

image.png 

ამჟამად ინჟინრები ტესტავენ ავტომობილის დეტალებს გამძლებაზე და ამოწმებენ, რამდენად გამძლე და ხანგრძლივმოქმედია ისინი.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.