Jump to content

AMD Navi RDNA - საუკეთესო არქიტექტურა გეიმერებისთვის


Recommended Posts

პირველი გრაფიკული ამაჩქარებლები ახალი არქიტექტურა Navi RDNA-ს ბაზაზე გამოჩნდა 2019 წლის გაზაფხულზე. Radeon RX 5700 სერიის ვიდეო ბარათებმა NVIDIA-ს მსგავს პროდუქტებს გაუწიეს კონკურენცია და ამჟამად ისინი მყიდველებს შორის ერთ-ერთი პოპულარული გადაწყვეტილებებია. 

image.png 

NVIDIA-ს მხარეს RayTracing-ია, თუმცა როგორც აღმჩნდა, გეიმერებს სიჩქარე და გრაფიკის ხარისხი მეტად აინტერესებთ. ამჟამად მოსალოდნელია რამდენიმე ბიუჯეტური ვიდეო ბარათის გამოსვლა, რომლებიც NVIDIA-ს ჩიპების კონკურენტები გახდება. ექსპერტების აზრით მზარდი კონკურენცია დაკავშირებულია ახალი GeForce GTX 1660 SUPER-ის სერიის ვიდეო ბარათების გამოსვლასთან, რომლებიც წარმოადგენს შესანიშნავ შემოთავაზებას ფასი-ხარისხთან მიმართებაში.  

რაც შეეხება ახალ Navi RDNA არქიტექტურას, მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ორჯერ მცირე ფართობის კრისტალზე AMD-მ შეძლო მოეთავსებინ იგივე რაოდენობის (12.5 მლრდ) ტრანზისტორი, რმდენიცაა მოცემული Vega 10 არქიტექტურის წინა თაობის ჩიპებში. ამასთან, ახალი ვიდეო ბარათები უფრო სწრაფი და ენერგოეფექტურია. 

image.png 

არსებობს ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში Radeon RX 5700 სერია აპარატული RayTracing-ის მხარდაჭერას მიიღებს. გარდა ამისა, 2020 წლისთვის მოსალოდნელია ახალი ფლაგმანის გამოსვლა 7+ ნანომეტრიანი ტექნოპროცესითა და გაუმჯობესებული RDNA 2 არქიტექტურით. სწორედ იგი დაედება საფუძვლად PlayStation 4-სა და Xbox Scarlett-ის მომავალი თაობების კონსოლებს და გეიმერებს უზრუნველყოფს არა მარტო დაუჯერებელი სისწრაფით, არამედ ახალი ტექნოლოგიებით, მათ შორის RayTracing-ით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.