Jump to content

Intel-მა გამოაცხადა Core i9-9900KS პროცესორის ოფიციალური ფასი და გაყიდვის დღე


Recommended Posts

Intel-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ LGA 1151 პლატფორმისთვის განკუთვნილი ფლაგმანური Core i9-9900KS პროცესორის გაყიდვა 30 ოქტომბრიდან დაიწყება. პროცესორის ფასი 513 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

კომპანია ხაზს უსვამს, რომ Core i9-9900KS მოგვევლინება Special Edition სტატუსით, ე.. ეს პროცესორი ლიმიტირებული ტირაჟით გამოვა და მისი ბაზარზე არსებობა დროში შეზღუდული იქნება. კონკრეტულად რა რაოდენობის Core i9-9900KS პროცესორი გამოვა - Intel არ აკონკრეტებს. 

შეგახსენებთ, რომ Core i9-9900KS Special Edition არის Coffee Lake Refresh სერიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, შესაბამისად ფლობს რვა გამომთვლელ ბირთვს, აქვს Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა და წარმოებულია 14++ ნანომეტრიანი ტექნოპროცესით.  ეს პროცესორი ყურადღებას პირველ რიგში იმსახურებს 5.0-გიგაჰერციანი ტურბო რეჟიმით. მაქსიმალური მრავალნაკადიანი დატვირთვისას i9-9900KS Special Edition 300 მეგაჰერცით სწრაფია Core i9-9900K მოდელზე. 

image.jpeg 

Core i9-9900KS-ის ნომინალური სიხშირე 4.0 გიგაჰერცია, სითბური პაკეტი - 127 ვატი. თვითმხილველები აცხადებენ, რომ 5.0-გიგაჰერციან ტურბო რეჟიმში ასეთი პროცესორის რეალურ პირობებში გაგრილებისთვის სავსებით საკმარისია სერიული გაგრილების სისტემა, მაგალითად Corsair H115i ან სხვა მისი მსგავსი. უპირატესობა წარმადობაში, რომელიც Core i9-9900KS-ის მომხმარებლებს ექნებათ Core i9-9900K-თან შედარებით, დაახლოებით 5-6%-ს შეადგენს. 

ჩიპს აქვს დამატებითი აჩქარების პოტენციალიც. მაგალიად, Tom’s Hardware-ის თანამშრომლებმა მარტივად შეძლეს მისი აჩქარება 5.2 გჰც-მდე, რაშიც გამოიყენეს თხევადი გაგრილება EKWB კომპონენტებით. 

 

Core i9-9900 

Core i9-9900KF 

Core i9-9900K 

Core i9-9900KS 

ბირთვი/ნაკადი 

8/16 

8/16 

8/16 

8/16 

გრაფიკული ბირთვ 

UHD 630 

- 

UHD 630 

UHD 630 

საბაზისო სიხშირე 

3.1 გჰც 

3.6 გჰც 

3.6 გჰც 

4.0 გჰც 

ტურბო (1 ბირთვი) 

5.0 გჰც 

5.0 გჰც 

5.0 გჰც 

5.0 გჰც 

ტურბო (8 ბირთვი) 

4.6 გჰც 

4.7 გჰც 

4.7 გჰც 

5.0 გჰც 

L3-ქეში 

16 მბ 

16 მბ 

16 მბ 

16 მბ 

TDP 

65 ვტ 

95 ვტ 

95 ვტ 

127 ვტ 

ოფიციალური ფასი 

439 $ 

463 $ 

488 $ 

513 $ 

ამგვარად, LGA 1151 პლატფორმისთვის Intel-ს უკვე აქვს შემოთავაზებული სამი რვაბირთვიანი და თექვსმეტნაკადიანი პროცესორი: საბაზისო Core i9-9900K, Core i9-9900KF - გრაფიკული ბირთვის გარეშე და ფლაგმანური Core i9-9900KS.  

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რახან დოლარებშია ფასები შტატებში ამ მაღაზიების ქსელშია ყველაზე იაფათ და ბანდლში საკმაოთ ნორმალური ფასი ადევს უკვე მაზერთან ერთად როცა ყიდულობ 9900 non-k:

https://www.microcenter.com/product/5003220/-intel-core-i9-9900,-gigabyte-z390-aorus-pro-wifi,-cpu---motherboard-bundle კი ეგ 5GHZ და ეგ მეორე 4.6 მგონი მაგრამ მაინც მშვენიერი წარმადობა ექნება და 5GHZ 2 თრიდზე ნამდვილათ ბუსტავს ეგ პროცესორიც, 60$ ამატებ კიდე და კარგ მაზერთან ერთად ყიდულობ ეგ მაინდამაინც ინტელი ვისაც უნდოდა და მინიმუმ 16 თრიდზე, მაგაზე კარგი შეთავაზება ამ ეტაპზე არაა რა თქმა უნდა ვისაც აქვს შესაძლებლობა მაგ მაღაზიაში ყიდვის, ან შტატებში უნდა ცხოვრობდე ან ვინმე ახლო ნაცნობს ან ნათესავს აყიდინო მერე რომ გამოგიგზავნოს საქართველოში, მაგრამ აქაურ ფასებთან ძალზე დიდი განსხვავება გამოდის განბაჟებითაც კი დაჟე, ჩემი აზრით უაზროთ ძვირია მაგ 9900 შეფარდებაშიც კი, 100$ ძვირია და 370$ თუ მოგდის (ფორმალურათ ეგრე გამოდის კაკრაზ) რა თქმა უნდა მაგის ყიდვა აჯობებს და 350$ წყლის გაგრილებაც არ დაგჭრიდება ეგეთზე, დიდი ალბათობით 6 პაიპიანი ტოპოვი ჰაერის კულერიც ეყოფა სულ მცირე გეიმინგში მაინც რაც 65-75$ ფარგლებში ჯდება, ეგ ფასი ჩემი აზრით დაჟე 10 ბირთვიან ეგეთივე 20 თრიდიანისთვისაც ძვირი იქნება შემდეგი წლისთვის რაც უნდა გამოუშვას ინტელმა, მაგრამ იძახიან რომ მაქსიმუმ 400$-მდე ეღირებაო ეგეთი და 10 ბირთვიანი მულტითრიდინგის გარეშე კიდევ უფრო ცოტა, გამოვა და ვნახოთ აბა, ნუ თუ 3900X არ გაიაფდა მაქამდე მეეჭვება ინტელმა 550$ იაფი დაადოს ფლაგმანზე და ასე 70$ იაფი ეღირება ალბათ ან მაქსიმუმ 100$ 10 ბირთვიანი მულტითრიდინგის გარეშე, რომელიც იდეალური უნდა იყოს გეიმინგისთვის, მაგრამ ეხლა რომ ვაწყობდე სისტემას ამ ეტაპზე მაინც 9700 დავჯერდებოდი, მაგისთვის რამდენიმე მიზეზი მაქვს, არ ვთამაშობ ონლაინში და სტრიმინგსაც არ ვიყენებ და არც არასდროს გამოვიყენებ, ამიტომ ეგეთი 3080Ti არ ჩაისვრის ან 4080 ალბათ მაგ გაფართოვებაზე მარტო სინგლში, ანუ 8 ბირთვი 4.5GHZ ეგრე ადვილათ ვერ დაჩმორდება DX12 რეჟიმში თამაშებში, 150ფპს ყველა ვარიანტში გამოაწურინებს შემდეგი პაკალენიის კარტებს ალბათ, ნუ 120$ კიდე ზოგავ, ეგეთივე ბანდლი 440$ ჯდება უკვე https://www.microcenter.com/product/5003215/-intel-core-i7-9700,-gigabyte-z390-aorus-pro-wifi,-cpu---motherboard-bundle მაგაზე სერიოზული მაზერი მაგ პროცესორს ნამდვილათ არ დაჭირდება, მანდვე ამდ ანალოგიურ სბორკა რომ შეარჩიო თუნდა ეგეთივე ბანდლის კომბინაციით X570-ით იგივე გამოვა უფრო ძვირი თუ არა და რაც მთავარია ორჯერ იაფი B450 მაზერითაც აღარ გამოდის, 100$ სხვაობა კი ნამდვილათ არის B450 ტომაჰავკს დაითრევ მსი თუ გიგაბიტის აუროს პროს Z390, აი X470 მაზერს თუ დაითრევ ეგეთივეს სხცაოვა იქნება 100$ ქვევით,მაგრამ 50$ ნაცენკა ჩასტოტებში სხვაობის გამო მაინც უნდა დაადო და რეალურათ 50$ განსხვავებაა 10% პერფორმანსში სხვაობაც რომ დაინგარიშო თამაშებში, არც მაზერის დატოვებას ვაპირებ მე და ეგ ნუანსიც დიდათ არ შემაჩერებს ინტელი რომ ავიღო ამდ მაგივრათ, ანუ მაგ პროცესორის შემდეგ დიდი ალბათობით უკვე სხვა სერიაზე გადავიდოდი მაინც, ეგ ამდ ეხება, ისე ძალიან ბევრი სეკურიტი ბაგი რაც ინტელზე აქვს თავს ვირტუალურ თრიდებზე იჩენს და მაგ მხრივაც უფრო დაცულია 9700 და არაფრის გათიშვა აღარ ჭირდება, ნუ 10000 სერიის 10 ბირთვიანბი 20 თრიდიანი კიდე უფრო ოვერკილი იქნება გეიმინგისთვის და სხვა რაღაცისთვისაც თუ არ გჭირდება ყველა ვარიანტში მულტითრიდინგის გარეშე აჯობებს რომ დაითრიო უფრო იაფიანი მოდელი, ან ეგ 10 ბირთვი სად უნდა გამოიყენო ნორმალურათ, მარტო რამდენიმე ონლაინ თამასში ან სერიოზულ სტრიმინგზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.