Jump to content

Intel ორჯერ შეამცირებს ფასებს მეცხრე თაობის ყველა პროცესორზე


Recommended Posts

Intel-სა და AMD-ს შორის გაჩაღებული კონკურენციის ფონზე უამრავი მომხმარებელი იმედოვნებს, რომ დაბალ ფასად შეძლებს მაღალი წარმადობის პროცესორების შეძენას. ამ დრომდე უკვე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ფასი დაიკლებდა Intel Skylake-X HEDT სერიის პროცესორებზე, ამჯერად კი ზუსტი ინფორმაცია გამოჩნდა, როგორი იქნება ეს ფასდაკლებები. 

image.png 

დადასტურებულია, რომ Intel გეგმავს ორჯერ შეამციროს ფასი მე-9 თაობის ძველ Skylake პროცესორებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი Cascade Lake X უახლოეს მომავალში უნდა გამოვიდეს, ყველა სავარო ობიექტმა უნდა შეამციროს წესით ფასი ძველი თაობის პროცესორებზე. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ასეთი ვითარება არ დაარტყამს საცალო სავაჭრო ქსელს, რადგანაც საწყობებში მარაგი იწურება, მუდმივი დეფიციტის გათვალისწინებით კი მეცხრე თაობის პროცესორების მარაგი არც არასდროს ყოფილა დიდი. 

(CPU) 

პროცესორის.დასახელება  

ბირთვი/ნაკადი 

სიხშირე 

საბაზისო/ტურბო 

TDP 

საწყისი ფასი 

ახალი ფასი 

Core i9-10980XE 

18/36 

3.0 / 4.6  გჰც 

165ვტ 

979   $ 

979  $ 

Core i9-9980XE 

18/36 

3.0 / 4. გჰც 

165ვტ 

1979 $ 

950   

Core i9-9960X 

16/32 

3.1 / 4. გჰც 

165ვტ 

1684 $ 

830   

Core i9-10940X 

14/28 

3.3 / 4.6  გჰც 

165ვტ 

784   $ 

784   $ 

Core i9-9940X 

14/28 

3.3 / 4. გჰც 

165ვტ 

1387 $ 

740   

Core i9-10920X 

12/24 

3.5 / 4.6  გჰც 

165ვტ 

689   $ 

689   $ 

Core i9-9920X 

12/24 

3.5 / 4. გჰც 

165ვტ 

1189 $ 

650   

Core i9-10900X 

10/20 

3.7 / 4.5  გჰც 

165ვტ 

590   $ 

590  $ 

Core i9-9900X 

10/20 

3.5 / 4.4  გჰც 

165ვტ 

989   $ 

550   

Core i9-9820X 

10/20 

3.3 / 4.1  გჰც 

165ვტ 

889   $ 

520   

Core i7-9800X 

8/16 

3.8 / 4. გჰც 

165ვტ 

589   $ 

360   

 

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით Intel მალე მეცხრე თაობის ყველა პროცსორზე ორჯერ შეამცირებს ფასს. თუკი ეს მოხდება, ეს იქნება პირველი ამგვარი ქმედება კომპანიის მხრიდან, რამდენადაც მას მასიურად არასდროს „გაუუფასურებია“ თავისი პროცესორები. ამის ნაცვლად კომპანია მარტივ სქემას იყენებდა, რომლის მიხედვითაც წინა თაობის პროდუქტები ნელ-ნელა გადიოდა ბაზრიდან უმნიშვნელოდ იაფად, ახალი ჩიპები კი მათ ანაცვლებდა. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

რა დრო დაუდგათ ამ გაუმაძღარ ღორებს. უღრმესი მადლობა აემდეს ამისთვის. დასაფასებელია. არადა რიზენები რომ არ გამოეშვა აემდეს ეს ღორების კომპანია 6/12 გაგვატარებინებდა ერთი 5 წელს კიდე.

Link to comment
Share on other sites

amd კი გამოიღვიძა მაგრამ ინტელს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ 10-ჯერ მეტი რესურსები აქვს ვიდრე ამდ, ამდ დამოკიდებულია თავის პარტნიორზე ჩიპების დასამზადებლათ, ინტელი მარტო თავის რესურსებზე, ანუ ფასების ბევრათ უფრო მოშნი მანიპულაცია შეუძლია, როგორც მაქსიმუმზე გაზრდა ასევე დაწევა როცა გაუჭირდებათ გაყიდვებში, რა თქმა უნდა ეგ ამდ გამოღვიძების მიზეზია, მაგრამ არა მარტო ამდ უზერები, ინტელის მომხმარებლებიც ისარგებლებენ ეხლა მასეთი ფასებით, ისე კი ექსტრიმალური ბაზრის წილი ძალიან მცირე იყო დაჟე სანამ ამდ თრიდრიპერებს გამოუშვებდა, მგონი უფრო მცირეა დაჟე ვიდრე სერვერური ბაზარი, ცალკე სტატისტიკა არ მინახია მაგრამ 10/1 გაყიდვები მეინსტრიმ პროცესორებთან საშვალოთ, ნუ ეგ არცაა გასაოცარი, მაგდენ მომხმარებელს არ ჭირდება ეგეთი მრავალბირთვიანი პროცესორები და მაგიტომ + ფასი რა თქმა უნდა, უბრალო უზერს 300$ გადახდა არ შეუძლია ზოგს პროცესორში 500$+ რა გასაკვირია რომ არ გადაიხდიან 10+ ბირთვიანში, იღებენ მარტო ის უზერები ვისაც ეგ მაქსიმალურათ ჭირდება რენდერისთვის და სხვა მძიმე სამუშაოებისთვის, ეგეთი კი არც ისე ბევრი მოგროვდება რიცხობრივათ, ამიტომ მაგ პროცესორების ბაზრის წილი (თრიდრიპერებს და ინტელის ექსტრიმალურ სერიას ვგულისხმობ 10-18 ბირთვიანებს პირველ რიგში) 0.1% ყველაზე კარგ შემთხვევაში, 0.5% და ეგეთებზე თუ ავიდა ეგ უდიდესი მიღწევა იქნება, რაც შეეხება მობილურ და სერვერულ სექტორებს, მანდ ინტელს ძალიან კარგათ აქვს საქმე და რაც მთავარია ამდ ვერ ავიწროვებს ისე ძალიან, კი გაორმაგდაო სერვერული ბაზრის წილი ამდ, მაგრამ ეგ ჯამური ბაზრის წილის 2-3% მაგივრათ, ეხლა 4-5% ავიდა, დანარჩენი 95% ინტელის სერვერებითაა გამოტენილი და მანდ კაკრაზ 56 ბირთვიანიც აქვს ინტელს 128 თრიდზე გამოშვებული, ძვირია კი მაგრამ მაინც ჭირდებათ სუპერკომპიუტერებში ეგეთებიც და საკმაოთ კონკურენტუნარიანები არიან დღემდე მაინც ეპიკებთან, მობილურ სექტორში კი ჯერ არ გამოუშვია ამდ სერიოზული ჰაი ენდ პროცესორები, რომ გამოუშვებს მერე ალბათ მანდაც შეამცირებენ ბაზრის წილს, ამ ეტაპზე კი ინტელი 90% ნოუტბუკებს ყიდის, ანუ 1/10 გაყიდვებით ინტელის სასარგებლოთ სანამ 6-8 სერიოზულ პროციკებს გამოუშვებდეს ამდ, მაგრამ თვითონ 4 ბირთვიანებშიც კარგათ აქვთ საქმე, ამდ უფრო კარგი რამე ჭირდება ვიდრე 3000 სერიის მობილური პროცესორი ეხლა რაც აქვთ გამოშვებული, ეგ გაიაფება არა მარტო ექსტრიმალურ სექტორში, მეინსტრიმ სექტორში მოხდება შემდეგი წლისთვის რაც უნდა გამოუშვას ინტელმა 14 ნანოზე 10000 მეინსტრიმ სერიიდან , 10 ბირთვიანი ვითომ 9900 ფასი ეღირებაო და 8 თრიდიანი 9700, ანუ 250-400$ ფარგლებში, მაგ პროციკებზე ჯერ არაა ცნობილი ზუსტი ფასები, ეგენი მგონი გაზაფხულისთვის გამოდიან შემდეგ წელიწადს, გეიმინგში კი 8 ბირთვიანიც საკმარისზე მძლავრია ტოპოვი კარტებზეც კი ამ ეტაპზე, პირველათ მგონი სერიოზული გაიაფება ინტელის პროცესორებზე მაინც მიკროცენტრის მაღაზიების ქსელში დაიწყეს ამ ზაფხულიდან მოყოლებული, ეხლაც საკმაოთ კარგი ფასებია გეიმერულ სერიაზე 8000-9000, გატყავებით არ გაგატყავებს და მაზერების ფასებიც მაქსიმალურათ დაწეულია უკვე 200$ და ქვემოთ Z390-370, ეგ რომ ორჯერ ძვირი გამოდის ინტელზე სისტემის აწყობა უკვე წარსულს ჩაბარდა, მე რაც დავითვალე მანდ მაქსიმუმ 70$ აღწევს თანაბარი დონის მაზერები თუ აიღე, ეგ ყველა სეილებით და ფასდაკლებებიდან გამომდინარე რაც ეხლა ადევს ამდ და ინტელზეც როცა დუეტში იღებ მაზერს და პროცესორს მაგ მაღაზიაში, 100-150$ აღარაა დაჟე 9900 3700x შემთხვევაშიც კი და არც 3600x 8700k ან 9700 რომლებსაც ჩისტა გეიმინგში ვერ ჯაბნის ვერანაირათ ამდ ამიტომ გაცილებით ძვირი არა მაგრამ ცოტა უფრო მაღალი ფასი ყოველთვის დარჩება მაგ პროცესორებზე, ისე ინტელი რომ ეგრე იყო გაღორებული ეგ ამდ დამსახურებაცაა, ამდ რომ ეგეთ პოზიციაში დარჩენილიყო წლების მანძილზე თითქმის იგივეს გაიმეორებდა რაც ინტელი, რახან სერიოზული კონკურენტი რომ აღარ გყავს რანაირათაც გაწყობს ისე წაიყვან ბიზნესს და ფასებსაც შენ გემოზე დაადებ, რახან მაინც იყიდის ბევრი მაღალი ფასებითაც, როგორც ინტელს ყიდულობდენ აქამდე, ეგ ვიდეოკარტებზეც ეგრეა+ დეფიციტი ზრდის სერიოზულათ ფასს პროცესორ-ვიდეოკარტაზე, თუნდაც მაინინგის ბუმი როცა იყო ვიდეოკარტებზე იგივე 1080tI 1300$ ედო და ძალიან რთული იყო შოვნა ამაზონზე ეგეთი კარტის ერთი პერიოდი, ამიტომ ეგეთი ვებერთელა კორპორაცია როგორიც ინტელია იმ დონემდე იღორებს რამდენათაც მაგას კონკურენტები დართავენ ნებას, თუ ისევ გაუჭირდება ამდ ისევ გაღორდებიან, მანდ არაფერია გასაკვირი, მონიპოლიას არ უახლოვდებიან უბრალოთ, მაქამდე მუშაობენ მარტო მოშნათ რომ არ დაჯარიმებულიყვნენ ინტელიც და ნვიდიაც როცა მაქსიმალურათ ჩაგრავდენ ამდ, იყო დრო როცა ინტელს ბაზრის 85%+ ეკავა და ნვიდიას 80%+ და ერთი ორი თვე არა საკმაოთ ხანგძლივი პერიოდი, ამიტომ ორივეს ძალიან დიდი მაყუთი აქვს ნაშოვნი და ეგრე ადვილათ არ გაუჭირდებათ ფინანსურათ, რაზდაბოტკებშიც საკმაოთ დიდ მაყუთს ხარჯავს ყოველწლიურათ ეგ ორი კორპორაცია, განსაკუთრებით ინტელი რომელიც ლიდერია სემიკონდუქყორებში r & d დაფინანსებაში

Link to comment
Share on other sites

კი გიორგი ძლიერია და ამდენი წელი ხალხის გატყავებით დაუგროვდა რესურსი მაგრამ ახლა ამ მომენტმა ხომ გახადა იძულებული დაეგდო ფასები და გაეზარდა სიმძლავრე. ამ სიმძლავრის ინთელის პროცესორს ამ ფასში ვინ წარმოიდგენდა? 

თურმე ყოფილა შესაძლებელი. 

და საერთოდ ამერიკის ანტიმონოპოლური სამსახური რას მიკეთებდა ამ ღორი კომპანიის ასალაგმავად? არც არაფერს. მაქსიმუმ იმას რომ ბოლომდე არ გაესრისა აემდე.

იქაა კორუფცია თუა.

ძალიან კარგი. დავტკბეთ ამ მომენტით და ვისარგებლოთ პროლეტარიატმა?

Link to comment
Share on other sites

ეგ ყოველთვის ეგრე იქნება სადაც დიდი ფულია ჩადებული როგორც გოსდონზე ასევე კორპორაციულზეც, თავისივე დადგენილ კანონებს ატრიალებენ ისე როგორც აწყობთ, რუსები კი აკრიტიკებენ და ხშირათ დასცინიან მაგრამ თვითონ უარესებს აკეთებენ და ჩაფლულები არიან კორუპციაში, მაგის დანახვა კი ბევრს არ სურს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.