Jump to content

NVIDIA განაახლებს GeForce RTX 2070 გრაფიკული ბარათების წარმოებას შემცირებული ფასით


Recommended Posts

NVIDIA აპირებს განაახლოს ერთ-ერთი პოპულაი ვიდეო ბარათ GeForce RTX 2070-ის წარმოება. მომხმარებლებისთვის კარგ სიახლეს ის წარმოადგენს, რომ ვიდეო ბარათებზე ფასები უახლოეს მომავალში შემცირდება, რათა გამოიკვეთოს სხვაობა RTX 2070-სა და SUPER RTX 2070 ბარათებს შორის. 

ვიდეო ბარათ NVIDIA GeForce RTX 2070-ს აქვს TU106-410-A1 ჩიპი და 2304 CUDA ბირთვი, 1620 მეგაჰერც სიხშირეს უზრუნველყოფს 7,5 TFLOP გრაფიკული სიმძლავრე. NVIDIA GeForce RTX 2070 SUPER-ში გამოყენებულია მიკროსქემა TU-104-410-A1, რომელიც მოიცავს 2560 CUDA ბირთვს, 170 მჰც სიხშირესა და 9,1 TFLOP გრაფიკულ სიმძლავრეს. საშუალოდ, GeForce RTX 2070 SUPER ვიდეო დაფა 21%-ით სწრაფია GeForce RTX 2070-თან შედარებით, ქედან გამომდინარე, ამ უკანასკნელზე ფასმა უნდა დაიწიოს. 

image.png 

დღესდღეობით NVIDIA GeForce RTX 2070 SUPER დაახლოებით 530 აშშ დოლარი ღირს და მოსალოდნელია, რომ RTX 2070-ზე ფასი 430-450 დოლარამდე შემცირდება. NVIDIA GeForce RTX 2060 SUPER ვიდეო ბარათი დაახლოებით 410 დოლარად იყიდება, შესაბამისად, მასსა და RTX 2070 SUPER-ს შორის ფასის სხვაობის მხრივ საკმაოდ დიდი სივრცეა, რასაც NVIDIA დიდი ალბათობით შეავსებს. 

ვრცელდება ცნობები ახალი NVIDIA Ampere არქიტექტურის შესახებ, რომელმაც დღის სინათლე 2020 წლის პირველ ნახევარში უნდა იხილოს. NVIDIA თავისუფლად შეძლებს 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და ახალ გრაფიკულ პროცესორზე გადასვლას. ამჟამად ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX 2070 Amazon-ზე ხელმისაწვდომია დაახლოებით 480 აშშ დოლარად. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.