Jump to content

iPhone 11-სა და Google Pixel 4-ის მიერ ღამის რეჟიმში გადაღებული ფოტოების შედარება


Recommended Posts

მცირე ხნის წინ Google Pixel-ის მეოთხე თაობის სმარტფონი გამოვიდა, რომელიც ფლაგმანური ნიშან-თვისებებით ხასიათდება. ამჯერად გიზიარებთ ღამის რეჟიმში გადაღებული ფოტოების შედარებას, რომელშიც Pixel 4-ს კონკურენციას მისი პირდაპირი და მთავარი კონკურენტი - iPhone 11 უწევს.

5.jpg

შენიშვნა: წარმოდგენილ ყველა ფოტოზე Google Pixel 4-ით გადაღებული ფოტო განთავსებულია მარცხენა, iPhone 11-ით გადაღებული კი მარჯვენა მხარეს

Pixel-ისგან, როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლები გაცილებით მეტს მოელოდნენ, თუმცა ამჯერად უშუალოდ ფოტოგადაღების ხარისხს შევეხებით, რომელიც საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა.

6.jpg

პირველივე ფოტოზე ნათლად ვხედავთ, რომ Apple-ის ფლაგმანი ოპონენტს აღემატება: მის მიერ გადაღებულ ფოტოზე უკეთესია ფერიც და დეტალიზაციაც. თუმცა შესაძლოა დავუშვათ ის ფაქტი, რომ Google-ს შეიძლება ხელი განათების ბოძმა შეუშალა. ეს ფოტო მომხმარებელთა განხილვის საგნად დავტოვოთ და გადავიდეთ მომდევნო ფოტოზე.

7.jpg

მეორე ფოტოს შემთხვევაში დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ორივე  მათგანი იდენტურ პირობებში იქნა გადაღებული, შედეგები კი უცვლელია - iPhone 11-ის გადაღებული ფოტო უფრო მეტად ნათელი და დეტალიზებულია.

8.jpg

მესამე ფოტოს შემთხვევაში პირველ რიგში თვალში გვხვდება ის, რომ iPhone კარგად ვერ გაუმკლავდა მოძრავი მანქანის გადაღების მისიას. ტაქსიზე არსებული წარწერები მკვეთრი არ არის და მანქანის ფერიც მეტისმეტად აცდენილია რეალურს, რასაც ვერ ვიტყვით ეკლესიის გამოსახულებაზე. შენობის კედლები Pixel 4-ის ფოტოზე უფრო ჩაბნელებულია, რის გამოც დეტალების გარჩევადობა ნაწილობრივ დაკარგულია.

მიუხედავად ზედა ფოტოებია, Pixel 4-ის მიმართ ნეგატიურად განწყობა არ ღირს, რადგანაც ერთი ტესტით განსჯა არასწორია. თანაც, სავსებით შესაძლებელია, რომ Google გააუმჯობესებს თავისი სმარტფონის კამერების შესაძლებლობებს სამომავლო პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შედეგად.

https://overclockers.ru/blog/Chernoff_Blog/show/31025/sravnenie-nochnoj-semki-na-iphone-11-i-google-pixel-4

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.