Jump to content
Magdalena

SSD მყარი დისკების წინააღმდეგ: რომელი ვიყიდოთ და რაშია განსხვავება

Recommended Posts

უამრავი მომხმარებელი თვლის, რომ SSD ოველმხრივ აღემატება ტრადიციულ მყარ დისკებს. შესაძლოა დიდწილად არც ცდებიან, თუმცა არსებობს ისეთი მახასიათებლები, რომელთა მხრივაც ყველაზე თანამედროვე SSD ჯერ კიდევ შორსაა ძველ, გამოცდილ დისკებთან შედარებით. 

image.png 

ფასი  

ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყველაზე ხშირად მომხმარებლები მყარ დისკს არჩევენ. 1 გბ ბიუჯეტურ SSD-ებში დაახლოებით 0.10 დოლარის ღირებულების გამოდის იმ დროს, როდესაც იმავე მოცულობის ფასი მყარი დისკის შემხვევაში 0.02 დოლარია. მიუხედავად ამისა, მონაცემთა უზარმაზარი მოცულობა დიდი ხანია აქტუალური აღარ არის და საჭიროებს მსხვილ ჰოსტინგსა და სერვერებს. 

წარმადობა -  

ამ მიმართულებით ვერც ერთი მყარი დისკი შეედრება SSD-ებს. სამომხმარებლო მყარი დისკების უმრავლესობას შეუძლია საუკეთესო შემთხვევაში დაამუშაოს დაახლოებით 300-1000  ოპერაცია წამში (IOPS), SSD-ების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 ათასია. თანაც, SSD ბარათების სიჩქარე მუდმივად იზრდება, მყარ დისკებს კი პროგრესირება აღარ შეუძლია. 

საიმედოობა -  

უფრო მაღალი წარმადობის პარალელურად SSD ბარათები ბევრად საიმედოა და მყარ დისკებთან შედარებით დაზიანების ნაკლები ალბათობა გააჩნია. კიდევ ერთი მახასიათებელი, რომლითაც SSD უპირატესია - ეს არის დაცემისადმი გამძლეობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მყარი დისკი დაეცა და არ გატყდა, მასში არსებული ინფორმაცის გადარჩენა ვეღარ გამოვა. SSD კი ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას. ასევე აღსანიშნავია ტემპერატურაც: SSD არა მარტო უფრო გამძლეა, არამედ ბევრ მოდელს აქვს ჭკვიანი კონტროლერი, რომელიც მას გადახურებისგან იცავს. 

image.png 

მუშაბის ხანგრძლივობა -  

ამ მხრივ ვითარება ასეთია: SSD-ს შეუძლია 200-600 ტერაბაიტი ინფორმაციის გადამუშავება, ჩვეულებრივი მყარი დისკის საუკეთესო მაჩვენებელი კი დაახლოებით 150 ტერაბაიტია. 

ხმაური და ვიბრაცია -  

როგორც კი ძველი, ნელი მყარი დისკისგან გათავისუფლდებით, თანდათან შეეჩვევით სიჩუმეს: SSD უხმაუროდ მუშაობს. 
მოცულობა -  

ამ ხრივ ტრადიციული მყარი დისკები ლიდერობს. რა თქმა უნდა, არსებობს უზარმაზარი მოცულობის მქონე SSD-ები, თუმცა მათი ფასი კოლოსალურია და ჯერჯერობით გვევლინება მხოლოდ როგორც მომავლის ტექნოლოგიების ნიმუშები. 

image.png 

მოვლა-მომსახურება  

რამდენად ხშირად გიწევთ დეფრაგმენტაციის კეთება? თანამედროვე SSD-ებს არ სჭირდება მომსახურება. ისინი უბრალოდ მუშაობენ და აკეთებენ საქმეს შესანიშნავად. 

 

  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

ბაზრის წილი SSD-ზეც დევს ამ საიტზე:

https://ssd.userbenchmark.com/

ძალიან იაფიან კინგსტონს თუ გამოვრიცხავთ სამსუნგები ლიდერობენ 500 და 250გბ 850-860 ევო, უმრავლესობა ყიდულობს 500გბ 860, არცაა გასაკვირი 74$ ჯდება და მშვენიერი წარმადობა აქვს და არც ისე ადვილათ ფუჭდება, ნუ მაგ მხრივ საკმაოთ დიდი პროგრესია უკვე, დაჟე ჩინური იაფიანი მოდელებიც აღარ ფუჭდებიან მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ ფასი-წარმადობით ბევრათ წინ არიან მაგ სამსუნგებზე, 20-30$ დაზოგავ მეტს ვერა ანალოგიური პერფორმანსი თუ გინდა რაც სამსუნგებზე აქვს, რავი ჩინური ნოუნეიმის ყიდვას მე ისევ მაგას ავიღებდი მაინც

Share this post


Link to post
Share on other sites
47 minutes ago, Magdalena said:

ფასი  

ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყველაზე ხშირად მომხმარებლები მყარ დისკს არჩევენ

ფაილების შესანახად კიბატონო, მაგრამ დღეს ჰდდ-ს ყიდვა სისტემისთვის მაზოხისტობაა, მითუმეტეს 120გბ-იანები უკვე ცენტები ღირს

6 წლის წინ შევცვალე ჩემი ამჟამინდელი სსდ და 180 ლარი გადავიხადე, მაშინდელი კურსით 110 დოლარამდე იყო, მიხაროდა ეს რა იაფად ვიყიდეთქო(მაშინ მართლა იაფად იყო :D ) მანამდე უფრო სუსტებში უფრო მეტი მქონდა გადახდილი :D 

110 დოლარად დღეს ტერაბაიტიანს ყიდულობ ნაცვლად 128გბ-იანისა :) 

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო ეგრეა, ეგ კიცე ცოტა ძვირი გამოდის, მაგრამ 500გბ რატომაც არა 200-250 ლარის ფარგლებში, შემდეგზე ან 1ტბ ან ეგეთს ავიღებ ალბათ უკვე, მეც ასე 180 ლარი მივეცი ჩემში და 105$ ღირდა მაშინ ამაზონზე, ანუ დაჟე უფრო იაფში გამოვედი, ბოლო ქონდა დარჩენილი მახსოვს და ეჩქარებოდა გაყიდვა, პერფორმანსის მატებას რაც შეეხება მაქს 10-15% გაზრდილი 512გბ-1ტბ 860 ევოზე წარმადობა ჩემს თუ შევადარებთ მეტით არა, გამძლეობაც მაგ ახლებზეც ცოტა უფრო უკეთესი ექნება, თუმცა არა მგონია მაგდენი ხანი დარჩე მაგ სსდ-ზე, რავი 10 წელზე მეტი თუ გაძლო სამუშაო პირობებში მანამდე 2-3ტბ იყიდი იგივე ფასათ ალბათ, HDD 2tb+ რაც შეეხება ცუდი ვარიანტი არაა დიდი ზომის ფაილების შესანახათ (1080P-4K ვიდეოები, თამაშების ისოები და ასე შემდეგ) მაგრამ სისტემისთვის ეგენი უკვე სუსტებია, 4K ფილმს კი უპრობლემოთ გაყურებინებს 

Share this post


Link to post
Share on other sites

775 სოკეტზე რომ დავსვი OCZ Octane S2 64GB ის იყო თუ იყო, ეხლა გინდა 100 ტერაბაიტიანი და ათასჯერ სწრაფი ჩავდო იმის მეასედი მუღამი არ ექნება :D 

Share this post


Link to post
Share on other sites

კი ეგრეა, ნუ რაღაც სხვაობას კი დაინახავ სწრაფ NVMe-ზე თუნდაც X570 რომ დასვა PCI-e 4.0-ზე  მაგრამ HDD-ან 250გბ სტანდარტულ სსდ-ზე როცა გადავედი ბევრათ უფრო დიდი სხვაობა იყო მაინც

Share this post


Link to post
Share on other sites

ანუ რა გამოდის თუ გარემოზემოქმედებას გამოვრიცხავთ, დავარნას ტემპერატურას და ა.შ. ჩისტად ტექნოლოგიურად სსდ-ს სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტია ვიდრე HDD? ანუ როცაიდეალური მომხმარებელი ვარ და ექსპლოატაციის ყველა წესს ზედმიწევნით ვიცავ. მაგის გამო არ ვყიდულობ დიდი მოცულობის სსდ-ებს ფაილების შესანახად რომ რატომრაც მგონია რომ სსდ უფრო მალე კვდება. თუ ასე არაა მივსცხებ 1ტბ-ს მინიმუმ და შევყრი ფაილებს ზედ. ახლა 250გბ+500გბ სსდ მაქ და + 1ტბ hdd და აღარ მყოფნის. ისე სსდ არის ცხონება რათქმაუნდა. 775 სოკეტზედაც მეყენა და რაკეტა მეგონა კომპი :D ახლა სოფლის კომპიც დავააფგრეიდე 1155 სოკეტის ზიონზე და იქაც 2 სსდ მიყენია თუმცა იმ დებილ b75 motherboard-ს მხოლოდ ერთი სატა 3 აქ მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივი ბ75-სგან განსხვავდება 4 ოპერატიულის სლოტი აქ სატა3 პორტი მაინც ერთია ..

Share this post


Link to post
Share on other sites

ნუ მე 2 ცალი 1TB მაქვს და ძირითადათ ფილმებით მაქვს გავსებული, 190გბ თავისუფალ ადგილს ვუტოვებ ხოლმე მაინც თითოზე, მაგრამ 512გბ ან 1ტბ სსდ თამაშებისთვის იქნებოდა უფრო ოპტიმალური, თუმცა ჩემთვის ეგ ისეთ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს რახან 1 თამაშზე მეტს არ ვაყენევ ხოლმე ერთად, სანამ ერთს არ მივახურავ მეორეს არ ვაყენებ, გადმოწერა კი ყოველთვის შემიძლია სწრაფათ

Share this post


Link to post
Share on other sites

თამაშებისთვის არა. სრულად გადასვლას ssd-ს მოხმარებაზე რამდენად გამართლებულია. ანუ ფაილების შესანახადაც სიტყვაზე 2 ტერაბაიტზე მეტის საჭიროება რომ არ მქონდეს. წლებია მაქ 1ტბ ჰდდ და 1.5ტბ გარე ვინჩესტერი კიდე და ადგილის გამოთავისუფლება დამჭირდათქო ეგრე არცერთხელ მქონია საქმე. მოკლედ მყოფნის რა. უბრალოდ სსდ-ს მუღამი მაქ მთლიანად ფაილების შენახვისთვისაც(ვგულისხმობ პირად ინფორმაციას, ფოტოებს ვიდეოებს ტექსტურფაილებს სამუშაოდან და ა.შ.) დიდი ზომის ფილმებს ისედაც არ ვიწერ რომ ხშირად მიწევდეს ჩაწერაწაშლა. საიმედობაა მაინტერესებს ანუ.

Share this post


Link to post
Share on other sites

რავი მემგონი სულ გადმოწერებში თუ მექნება მემგონი ტორენტებისთვის საკმაოთ მალე გამოიმუშავებს თავის რესურსს, ეხლა როგორც ვამუშავებ მინიმუმ 10 წელი უნდა იმუშაოს იდეაში, ფაილების გადატანა და შენახვა მემგონი არ უნდა იყოს პრობლემა ძალიან ხშირ-ხშირათ თუ არ დაიწყე წაშლა-დამატება, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა არ დამიტესტია ეგეთ რეჟიმში, იდეაში 3-4 წელი მაინც გაგიძლებს ეგრეც

Share this post


Link to post
Share on other sites
1 minute ago, MaKaSaRa said:

თამაშებისთვის არა. სრულად გადასვლას ssd-ს მოხმარებაზე რამდენად გამართლებულია. ანუ ფაილების შესანახადაც სიტყვაზე 2 ტერაბაიტზე მეტის საჭიროება რომ არ მქონდეს. წლებია მაქ 1ტბ ჰდდ და 1.5ტბ გარე ვინჩესტერი კიდე და ადგილის გამოთავისუფლება დამჭირდათქო ეგრე არცერთხელ მქონია საქმე. მოკლედ მყოფნის რა. უბრალოდ სსდ-ს მუღამი მაქ მთლიანად ფაილების შენახვისთვისაც(ვგულისხმობ პირად ინფორმაციას, ფოტოებს ვიდეოებს ტექსტურფაილებს სამუშაოდან და ა.შ.) დიდი ზომის ფილმებს ისედაც არ ვიწერ რომ ხშირად მიწევდეს ჩაწერაწაშლა. საიმედობაა მაინტერესებს ანუ.

თამაშები თავისთავად, მარა ფაილებისთვისაც იდეალური იქნება დიდი სსდ პროსტა ბანძი არ უნდა იყოდო, სსდ თუ კვდება კონტროლერის გამო დალშე ვერაფრეს ვერ უზავ, ეს გაფრთხილება და ზედმეტი ლოლიაობა სისულელეა, მე თამშებსაც ვაყენებ პეჯფაილიც ჩართული მაქ მეხუთე წელია უკვე და მინიმუმ 5 წელი კიდე იმუშავებს მეტი თუ არა

Share this post


Link to post
Share on other sites

57.8 ტბ დავაწერინე ჩემს ისე 2014 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, პეიჯფაილს არ ვხმარობ, ავტოდეფრაგმატიზაციას არც აკეთებს სსდ-ზე, რამდენიმე კვირაში ერთხელ თუ გაუშვი maintanance შეიძლება სსდ-ზეც გაატაროს, ისე მარტო HDD-ზე ატარებს ხოლმე, OP ჩართული მაქვს 23გბ, პარტიშენზე რჩება 208გბ, თავისუფალი ადგილი 122გბ ამ ეტაპზე

Share this post


Link to post
Share on other sites
5 minutes ago, George said:

57.8 ტბ დავაწერინე ჩემს ისე 2014 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, პეიჯფაილს არ ვხმარობ, ავტოდეფრაგმატიზაციას არც აკეთებს სსდ-ზე, რამდენიმე კვირაში ერთხელ თუ გაუშვი maintanance შეიძლება სსდ-ზეც გაატაროს, ისე მარტო HDD-ზე ატარებს ხოლმე, OP ჩართული მაქვს 23გბ, პარტიშენზე რჩება 208გბ, თავისუფალი ადგილი 122გბ ამ ეტაპზე

კონტორლერი თუ არ დაებრიდა (რაც ნაკლებ სავარაუდოა) დალშე ეგეთ რეჟიმში 15 წელი გაძლებს კიდე :)

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო ეგრეა დაიბრიდება და ავდგები და 512გბ ავიღებ ისე კი ყველაფრით მაკმაყოფილებს ამ ეტაპზე, რაპიდ მოდიც ჩართულია, ეგ ეხლა თორე ალბათ შემდეგ ჯერზე მინიმუმ 1ტბ ვიყიდი სამსუნგს ისევ ალბათ

Share this post


Link to post
Share on other sites

მე 4 სსდ მაქ  (2 ქრუშალი ერთი სანდისკი ერთიც ინტელი) სხვა და სხვა კომპებზე რომლებსაც ვხმარობ ვინჩესტერივით ყოველგვარი მოფრთხილების გარეშე,  ყველა 4-5 წელია უკვე ექსპლუატაციაში და არცერთია არ აპირებს გაღმა გასვლას, მითია სსდ-ების სიფაქიზე

ნუ სულ პირველი თაობისები კი იყო შედარებით ნაზები და ეგენი ჩაბარდა ისტორიას

Share this post


Link to post
Share on other sites

ნუ 2ტბ მოცულობის რომ ამეღო და ფილმები შემენახა მაინც ძვირი გამოვიდოდა, თამაშებისთვის კი დიდათ არ მჭირდება დიდი ზომის სსდ, სისტემისთვის ესეც საკმარისია 250გბ და ერთი თამაშიც ეტევა თუნდაც 100გბ იწონიდეს, მერე უკვე 1ტბ გადავალ 2ტბ თუ არა კიდე თუ დაეცა ფასები, ისე მაინერ რიგზე ჩინური ნოუნეიმი მაქვს 100 ლარიანი 56გბ პარტიშენით და 515 დღეა უბერავს და 3.12ტბ დაწერა ჯერ მარტო, 97% ლაიფი კი აწერია აიდაში, პეიჯპაილი რა თქმა უნდა ჩართულია და თან ძალიან დიდი ზომის 30გბ-მდე ლამის, 12გბ რჩება თავისუფალი მაინინგის დროს მტპ ალგოზე, 5 კარტას კი ყოფნის 4გბ რამზე და სელერონზე და 8 უკვე უფრო დიდი მოცულობის სსდ დაჭირდებოდა როგორც უფრო მძლავრი პროხესორი მაგ ალგოზე

Share this post


Link to post
Share on other sites

თამაშებისთვის ვიყიდი ზუსტად 500 გბ და არაა საკმარისი :D black ops 3, black ops 4 , overwatch და assetto corsa მიყენია და ეგაა სულ. კია დარჩენილი ადგილი მაგრამ იმხელა არა რომ ერთი ამხელა თამაში დაყენდეს კიდე და არ გაწითლდეს. მაგის გარდა რაიმე დასახური თამაში თუ დამჭირდა ვეღარ ვწერ. არადა მეგონა რომ 500გბ თამაშებისთვის საკმარისი იქნებოდა.. 

ნუ ფეიჯფაილი HDD-ზე მაქ გადატანილი, სისტემრესთორი ჩართული მაქ და ისედაც ბრაუზერის ტემპები და ყველაფერი სსდ-ზე მაქ. ადრე სხვაგან გადამქონდახოლმე და ახლა უკვე აღარ. კიდე windows xp-დან მოყოლებული Desktop,Downloads,Documents ისედაც HDD-ზე მაქ დაზღვეული რომ ვიყო რომ არ დამავიწყდეს windows-ის გადაყენების წინ რამე. XP ისე მალე ურევდა ეგ საჭირო იყო მაშინ. ახლა წლები ისე გადის სისტემი გადაყენება არ მჭირდება მაგრამ ეგ ჩვევა დამრჩა

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო ეგრე კი ალბათ არც 1ტბ გეყოფა, მინიმუმ 2-3ტბ უნდა მაგ საქმეს ერთი 20-25 ლიცენზია რომ გეყენოს სისტემაში, ნუ 10-15 ალბათ 2ტბ ეყოფა უკვე ნორმალურათ, მე ერთზე მყოფნის ჯერ 250, მერე 512 ან 1ტბ ავიღებ, ბრაუზერის სეტინგებს კი სსდ-ზე ვტოვებ მე, მაგდენი აღარ მიჩალიჩია, პეიჯფაილი უბრალოთ არ მჭირდება და არც სუპერფეჩი დიდათ სსდ-ზე და 16გბ რამზე და მაგიტომ გამოვურთე

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით SSD-ს ერთადერთი მინუსი ფასია. 

5 წლის განმავლობაში HDD-ზე დაახლოებით 100ტბ ფაილების ჩაწერა მომიწია, ძირითადად სერიალების ტორენტიდან გადმოწერაში, მარტო ბოლო ნახევარ წელში გადმოვიწერე 9ტბ-მდე სერიალები.

სისტემაზე მიყენია 250გბ-იანი Crucial MX500, რომლის რესურსიც 100ტბ არის. სისტემაზე მარტო ვიყენებ და 1 წელში 6ტბ -მდე ავიდა გამოყენებული რესურსი. ასეთი ტემპით კიდე 15 წელი მაინც უნდა მემსახუროს წესით.

850-ს არა, მაგრამ ბიუჯეტი რო მიწყობდეს ხელს 860 PRO ან თუნდაც EVO-ს 1TB ვერსიას თამამად გამოვიყენებდი ყველაფრისთვის. ან თუნდაც იგივე MX500-ის 360ტბ-იანი რესურსიც მეყოფოდა დიდი ალბათობით.

 

tbw.png

Share this post


Link to post
Share on other sites

მე ეხლა რომ ვიღებდე ალბათ ფასის გამო უფრო 860 ევოს ავიღებდი 500გბ ვერსიას, ალბათ კიდე დაეცემა ფასი 1ტბ და მომავლისთვის ეგეთს უფრო ავიღებ უფრო დიდს თუ არა, გადმოწერებით მეც ვიწერ ხოლმე და მერე ვინახავ გადმოწერილს 2ტბ HDD-ზე, 25ტბ მექნება გადმოწერილი მინიმუმ ალბათ ბოლო 10 წლის მანძილზე, ნუ ძირითადათ ფილმები და სერიალები, ანიმეებს და მულტფილმებს იშვიათათ ვიწერ და კონცერტებს მაინც, ნუ სწრაფი ინტერნეტი რუსთავში ასე 7-8 წელია მაქსიმუმ რაც შემოვიდა, მანამდე უფრო სკრომნი ზომის ფაილებს ვიწერდი ხოლმე, ეხლა არაა პრობლემა 250გბ 2160P სერიალიც გადმოვიწერო მაღალბიტრეიტიანი, მაქს 4-5 საათის ამბავია ღამით ღამის ექსპრესი რომ მუშაობს, 30გბ მეტი მოცულობის ფაილებს დღისით ნაკლებათ ვიწერ ხოლმე, ზატო ღამით როცა სისწრაფე 7000კბ/სეკ მაქვს რამე დიდი თუ მაქვს გადმოსაწერი დილამდე ყველა ვარიანტში მოასწრებს, არაა მოკლეთ ეგ პრობლემა და რეპაკებსაც მაგიტომ ვაიგნორებ, ყოველთვის მირჩევნია ისო რელიზი დავაყენო და მერე პაჩებიც ადვილათ ყენდება ეგეთზე, რეპაკის კიდე ერთი მინუსი ისაა რომ 4-5-ჯერ უფრო მეტი დრო ჭირდება შეკუმშული ფაილების გაშლას ისო რელიზზე კი 10-15 წუთში ყენდება დიდი მოცულობის თამაში, თუნდაც 100გბ იწონიდეს მეტი დრო არ უნდა სსდ-ზე როცა იწერ HDD-ან, ბოლო 1 წელია აღარაფერი მითამაშია, მაგრამ მანამდე იგრებს არ ვაკლებდი ჩემ სსდ და ყველაფერს სისტემურ პარტიშენზე ვაყენებდი რაც დავხურე მაგ პერიოდში, მოკლეთ ეგრე ნორმალურათ წერს რა დაჟე ხშირათაც რომ გიწევდეს ვინდოუსის გადაყენება, ტორენტებზე სსდ არ ვიყენებ მე პირადათ, ნუ კი გაიაფდა მაგრამ ეგრე ძალიან ჯერ არა იგივე 1 ან 2ტბ ვერსია რომ მაგისთვის გამოვიყენო

Share this post


Link to post
Share on other sites

ფეიჯფაილის გარეშე 16გბ რამზე black ops 4 იქრაშება თორე მეც სულ გათიშული მქონდა. out of memory-ს წერს. კაი ფასია მამენტ სსდ-ებზე წლების უკანდელს რომ შევადაროთ. პირველ სსდ-ში 250გბ სამსუნგ ევო 840 200 ლარამდე გადავიხადე წლების უკან. მერე 250გბ-იანი crucial mx200 ვიყიდე ფორუმელისგენ 100 ლარად (გაუხსნელი, 3-ცალი თითო ასად თუ ერთი სამსუნგ 850 იყო არ მახსოვს ძმაკაცს მივეცი 2 მათგანი). მერე crucial mx500 500gb 53$-ვიყიდე ფასდაკლება იყო. და სოფლის კომპისთვის კინგსტონის 128-იანი თუ 120-იანი 76 ლარად შარშან რომელიც ახლა 70 ღირს. სისწრაფე იმასაც კაი აქ ყოველდღიურ მოხმარებში  და რავიცი ცოცლობს.

Share this post


Link to post
Share on other sites

ნუ 500გბ მემგონი იდეალური ფასი ადევს უკვე მართლა ძველ ფასებს თუ შევადარებთ, თუმცა არც ეგეთი ეყოფა ბევრ გეიმერს, გააჩნია რა რამდენათ აქტიურათ თამაშობ და რამდენ თამაშს უბერავ პარარელურათ, მე სანამ ერთს არ მოვრჩები (თუნდაც წლები დამჭირდეს) მეორეს მაინც არ მივეკარები დასახურათ, ამიტომ 250გბ ზომის ჯერ მყოფნის დაკრაშვით ერთადერთი სადაც მიკრაშავს პეიჯფაილის გარეშე არის მასს ეფექტ 3-ის მოდების დამყენებელი რომელიც აგრესიულათ იყენებს რამს და 12გბ ცდება ერთ პატოკზე ამიტომ იკრაშება შვა ტასკის დროს თუ პეიჯფაილი არ გაქვს ჩართული, იგრებში მე ჯერ არსად არ დამკრაშვია, თუმცა ონლაინს არ ვთამაშობ, სინგლში 1080P ყოფნიდა, ნუ 11გბ VRAM 1080Ti 2K გაფართოვებაზე უკვე აღარ ეყოს შეიძლება 16გბ 32 თუ არ გაზარდე პეიფჯაილის გარეშე ნუ ზოგან მაინც

Share this post


Link to post
Share on other sites

რა 500  ტერაბაიტი? ხარისხიან ssd-ის , პეტაბაიტებზე ადით ჩაწერის რესურსი და ეს დაამტკიცა ტესტებში ჯერ კიდევ  სამსუნგის 850 pro ვერსიამ ,რომელმაც 3 პეტაბაიტამდე  ჩაწერის რესურსი გაწურა !

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...