Magdalena Posted October 21, 2019 Share Posted October 21, 2019 ელექტრონიკის ტაივანურმა გიგანტმა HTC-მ გამოუშვა ახალი სმარტფონი Exodus 1s, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს სრულფასოვანი ბიტკოინ-ნოუდებით მობილურ ტელეფონში. სმარტფონის წარდგენა მოხდა 19 ოქტომბერს ბერლინში გამართულ Lightning კონფერენციაზე და პირველი მოწყობილობების გაყიდვა დაიწყო Lightning-ის საგადახდო ქსელის გამოყენებისთანავე. ახალი Exodus 1s HTC-ის წინა ბლოკჩეინ-სმარტფონ Exodus 1-თან შედარებით ბიუჯეტურია. ამ უკანასკნელს მცირე ხნის წინ დაემატა Bitcoin Cash-ის (BCH) მხარდაჭერა. კომპანიის განცხადების თანახმად ახალი სმარტფონი 219 ევრო ღირს (233 აშშ დოლარი) და მისი შეძენა შესაძლებელია შემდეგი კრიპტოვალუტებით - Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), Litecoin (LTC), Binance Coin (BNB) და Bitcoin Cash. სმარტფონის ფუნქციებში შედის ყიდვა, გაყიდვა, თანხის გაგზავნა, მიღება, გაცვლა, სესხება. ამას გარდა HTC ამტკიცებს, რომ Exodus 1s მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელშიც სრულფასოვნადაა შესაძლებელი Bitcoin-ნოუდების გამოყენება. თავდაპირველად სმარტფონი ხელმისაწვდომი გახდება ევროპაში, ტაივანში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. HTC-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ ჩენმა (Phil Chen) განაცხადა, რომ სრული ნოუდები „Bitcoin-ის ქსელის სიმტკიცის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“ და აღნიშნა, რომ Exosus 1s-ის გამოშვებით კომპანიამ შეამცირა ბარიერი ნებისმიერი ადამიანისთვის, რათა ყველამ შეძლოს ნოუდების მართვა და გლობალურ ქსელში თანამონაწილეობა. Exodus 1s-ის წინამორბედი ბლოკჩეინ-სმარტფონი Exodus 1 2018 წლის 23 ოქტომბერს გამოვიდა და იგი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 34 რეგიონში. ამ მიმართულებით სხვა კომპანიებში სიახლეებს რაც შეეხება, ვითარება ამგავრია: სექტემბერში სავაჭრო გამოფენა IFA-ზე ბერლინში დეცენტრალიზებულმა ოფლაინ-კრიპტოსავალუტო კომპანია Pundi X-მა წარადგინა საკუთარი „Blok on Blok“ ბლოკჩეინ-სმარტფონი. ასევე ცნობილია, რომ ელექტრონიკის სამხრეთკორეული კომპანია LG მუშაობს თავის ბლოკჩეინ-სმარტფონზე, რაც Samsung Klaytn-ის საპასუხო კონკურენტულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. https://cointelegraph.com/news/htc-launches-exodus-1s-first-phone-that-can-run-a-full-btc-node Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.