Jump to content

HTC უშვებს Exodus 1S-ს, პირველ სმარტფონს სრული BTC-ნოუდებით


Recommended Posts

ელექტრონიკის ტაივანურმა გიგანტმა HTC-მ გამოუშვა ახალი მარტფონი Exodus 1s, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს სრულფასოვანი ბიტკოინ-ნოუდები მობილურ ტელეფონში. 

სმარტფონის წარდგენა მოხდა 19 ოქტომბერს ბერლინში გამართულ Lightning კონფერენციაზე და პირველი მოწყობილობების გაყიდვა დაიწყო Lightning-ის საგადახდო ქსელის გამოყენებისთანავე. 

ახალი Exodus 1s HTC-ის წინა ბლოკჩეინ-სმარტფონ Exodus 1-თან შედარებით ბიუჯეტურია. ამ უკანასკნელს მცირე ხნის წინ დაემატა Bitcoin Cash-ის (BCH) მხარდაჭერა. კომპანიის განცხადების თანახმად ახალი სმარტფონი 219 ევრო ღირს (233 აშშ დოლარი) და მისი შეძენა შესაძლებეია შემდეგი კრიპტოვალუტებით - Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), Litecoin (LTC), Binance Coin (BNB) და Bitcoin Cash. 

image.jpeg 

სმარტფონის ფუნქციებში შედის ყიდვა, გაყიდვა, თანხის გაგზავნა, მიღება, გაცვლა, სესხება. ამას გარდა HTC ამტკიცებს, რომ Exodus 1s მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელშიც სრულფასოვნადაა შესაძლებელი Bitcoin-ნოუდების გამოყენება. 

თავდაპირველად სმარტფონი ხელმისაწვდომი გახდება ევროპაში, ტაივანში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. 

 

HTC-ის მავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ ჩენმა (Phil Chen) განაცხადა, რომ სრული ნოუდები Bitcoin-ის ქსელის სიმტკიცის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“ და აღნიშნა, რომ Exosus 1s-ის გამოშვებით კომპანიამ შეამცირა ბარიერი ნებისმიერი ადამიანისთვის, რათა ყველამ შეძოს ნოუდების მართვა და გლობალურ ქსელში თანამონაწილეობა. 

Exodus 1s-ის წინამორბედი ბლოკჩეინ-სმარტფონი Exodus 1 2018 წლის 23 ოქტომბერს გამოვიდა და იგი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 34 რეგიონში. 

ამ მიმართულებით სხვა კომპანიებში სიახლეებს რაც შეეხება, ვითარება ამგავრია: სექტემბერში სავაჭრო გამოფენა IFA-ზე ბერლინში დეცენტრალიზებულმა ოფლაინ-კრიპოსავალუტო კომპანია Pundi X-მა წარადგინა საკუთარი „Blok on Blok ბლოკჩეინ-სმარტფონი. ასევე ცნობილია, რომ ელექტრონიკის სამხრეთკორეული კომპანია LG მუშაობს თავის ბლოკჩეინ-სმარტფონზე, რაც Samsung Klaytn-ის საპასუხო კონკურენტულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.