Jump to content

ASRock Rack-მა განაახლა ბიუჯეტური დაფების სერია და მათ AMD EPYC Rome-ის მხარდაჭერა დაუმატა


Recommended Posts

პროცესორების არქიტექტურა AMD Zen 2-მა მეტად წარმატებულად აიღო სტარტი, განსაკუთრებით კი პროფესიონალურ მოწყობილობებში - მეორე თაობის EPYC პროცესორები საკმაოდ მაღალი წარმადობის აღმოჩნდა და მათ ხშირ შემთხვევაში ანალოგი არ აქვთ Intel-ის მხრიდან. 

რა თქა უნდა, ახალ CPU-ებს დედა დაფები სჭირდება. კომპანია ASRock Rack-ს სურს EPYC 7002 ჩიპები კიდევ უფრო პოპულარული გახადოს და ამიტომ დააანონსა ამ პროცესორების მხარდაჭერა ბიუჯეტურ EPYCD8 სერიის დაფებზე. 

image.jpeg 

EPYCD8-2T 

საბაზისო მოდელი EPYCD8 ჯერჯერობით ერთადერთი დაფაა Rome-ს მხარდაჭერით და მისი ფასი არანაკლებ 500 აშშ დოლარია. ერთი შეხედვით ეს ფასი საკმაოდ მაღალია, თუმცა არა ამ კლასის პროდუქტებისთვის. ხსენებუმა დაფამ მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა მათ შორის, ვისაც სურს ააწყოს ბიუჯეტური სერვერი ან სამუშაო სადგური. შესაბამისად, ამჯერად იგი უკვე დეფიციტშია. დაფა კვლავ გაყიდვაშია, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ მოდელი EPYCD8 მიეკუთვნება წინა თაობის გადაწყვეტილებების რიგს და არ აქვს PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა, თუმცა გაანია BIOS-ის უფრო დიდი მოცულობის მიკროსქემა (16-ის ნაცვლა 32 მეგაბაიტიანი).  

PCIe ვერსიაში შეზღუდვა ერთადერთია, სხვა მხრივ ეს დაფა სრულფასოვანი პროდუქტია რვაარხიანი მეხსიერების მხარდაჭერით, ოთხი სრულზომიანი x16 და სამი x8 სლოტით. ბარათების ერთება შესაძებელია როგორც უშუალოდ 8 SATA პორტით, ასევე გამოყენებადია ორი M.2 სლოტი ან ორი OCuLink (U.2) კონექტორი. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.