Jump to content

Razer-მა წარადგინა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი, მსოფლიოში პირველი კლავიატურა ოპტიკური გადამრთველებით


Recommended Posts

კომპანია Razer-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი კლავიატურა ოპტიკური გადამრთველებით, რომელიც დაპროექტებული სპეციალურად გეიმინგ ლეპტოპებისთვის. პირველი პორტატული კომპიუტერი, რომელიც ახალი კლავიატურით წარმოგვიდგება, არის გეიმინგ ლეპტოპი Razer Blade 15. 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, ოპტიკური გადამრთველები ჩვეულებრივი მექანიკურის მსგავსია, თუმცა თითოეული მათგანის ქვეშ ინფრაწითელი გამოსხივება და მიმღებია, რომელიც მინიმალური დაჭერით აქტიურდება. მწარმოებლის თქმით, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს უფრო მეტ სიზუსტესა და სიჩქარე ჩვეულებრივი კლავიატურის ღილაკებთან შედარებით. 

image.jpeg 

ახალი კლავიატურის გამოყენებისას გეიმერების შეეძლებათ განახორციელონ უფრო მეტი ოპერაცია მოკლე დროში, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა დაძაბული გეიმინგ პროცესის დროს. ასევე აღსანიშნავია სასიამოვნო ტაქტილური უკუკავშირი და უხმაურო გამოყენება. 

ახალ Razer Blade 15-ში ოპტიკურ კლავიატურას ექნება N-Key Rollover და Anti-Ghosting ტექნოლოგიების მხარდაჭერა. თითოეულ ღილაკს აქვს ინდივიდუალური განათება  Razer Chroma RGB -  16.8-მილიონიანი ფერთა გამით. მხარდაჭერილია სტანდარტული განათების რამდენიმე ვერსიაც, ასევე მომხმარებელი შეძებს შემოქმედებითად მიუდგეს და განათება თავისი სურვილისამებრ ინდივიდუალურად მოიწყოს. 

image.jpeg 

ახალი ოპტიკური კლავიატურა დღესდღეობით ხელმისაწვდომია მხოლოდ მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპ Razer Blade 15 Advanced-ში, რომლის ფასი 2659 აშშ დოლარია. მომდევნო წლიდან კი ხსენებული კლავიატურა Razer-ის სხვა მოდელებშიც გამოჩნდება. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.