Jump to content

Google-მა წარადგინა Pixelbook Go: MacBook Air-ის ალტერნატივა Chrome OS-ის ბაზაზე


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Google-მა ოფიციალურად წრადგინა თავისი ახალი ლეპტოპი Pixelbook Pro, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Chrome OS-ზე. ახალი ლეპტოპი მსუბუქი, კომპაქტური და კომფორტულია ყოველდღიური გამოყენებისთვის და Apple MacBook Air-ის კონკურენტად გვესახება. 

image.jpeg 

Pixelbook Go-ს აქვს 13.3-დუიმიანი სენსორული IPS-დისპლეი გაფართოებით - Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ან 4K Ultra HD Molecular Display (3840 × 2160 პიქსელი) - მოდიფიკაციის შესაბამისად. ლეპტოპის გაბარიტები შეადგენს 311 × 206,3 × 13,4 მილიმეტრს, წონა - დაახლოებით 1 კილოგრამს. 

image.jpeg 

მოწყობილობის კონფიგურაციებში წარმოდგენილია პროცესორები მერვე თაობის Intel Core m3, Core i5 და Core i7. აღვნიშნავთ, რომ პროცესორების ანალოგიური ნაკრებია შემოთავაზებული გასულ წელს გამოსულ პლანშეტ Pixel Slate-ში. Pixelbook Go-ს ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 ან 16 გიგაბაიტი და ხელმისაწვდომია SSD-ები მოცულობით - 64, 128 ან 256 გბ. 

ლეპოპი აღჭურვილია 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერით, რომელსაც Google უწოდებს Duo Cam-ს და აცხაებს, რომ შეუძლია ვიდეოს ჩაწერა Full HD გაფართოებით 60 fps სიხშირეზე. მოწყობილობაში მოცემულია ჩიპი Titan C, რომელიც განკუთვნილია ინფორმაციის გაშიფვრისა და სისტემის დაცვისათვის.  Pixelbook Go აგრეთვე ფლობს USB Type-C პორტსა და 3.5-მილიმეტრიან აუდიო კონექტორს. 

image.jpeg 

ლეპტოპის ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 47 ვტ/სთ. ბატარეა Full HD დისპლეის მქონე ვერსიებში, ხოლო უფროს მოდიფიკაციებში კი ბატარეის სიმძლავრე 56 ვტ/სთ-ს შეადგენს. ორივე მოდიფიკაციის ავტნომიური მუშაობის დროდ 12 საათია გამოცხადებული. მხარდაჭერილი სწრაფი დატენვაც: 20 წუთში დამუხტული ბატარეა საკმარისია ლეპტოპის ორსაათიანი მუშაობისთვის. ამავე ბლოკისა და USB Type-C პორტის მეშვეობით შესაძლებელია Pixel-სმარტფონების დამუხტვაც. 

image.jpeg 

Pixelbook Go გაყიდვაში 27 ოქტომბერს გამოვა. 8/64 გიგაბაიტიანი საბაზისო ვერსიის ფასი 649 აშშ დოლარი იქნება. 16/256 გიგაბაიტიანი i7 მოდელი და 4K-დისპლეის მქონე ვერსია კი 1399 დოლარად გაიყიდება. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.