Jump to content

Apple წარადგენს შერეული რეალობის სათვალეს 2020 წლის პირველ ნახევარში


Magdalena

Recommended Posts

ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში Apple წარადგენს რამდენიმე ახალ პროდუქტს. მათ შორის იქნება შერეული რეალობის სათვალეც, რომელზე მუშაობა წარიმართება სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობის ფარგლებში. 

image.jpeg 

Apple-მა მნიშვნელოვანი თანხა ჩადო შერეული რეალობის ტექნოლოგიებში, რაც უკვე ხელმისაწვდომია რამდენიმე უახლეს iPhone-სა და iPad-ში. რაც შეეხება AR-სათვალეს, იგი საშუალებას იძლევა დაიდოს ციფრული ინფორმაცია მომხმარებლის ირგვლივ არსებულ რეალურ ობიექტებზე. ამ კატეგორიის პროდუქტები პოპულარული ჯერ იმიტომ ვერ გახდა, რომ, როგორც წესი, AR-სათვალე გულისხმობს მოზრდილი ზომის მოუხერხებელ კონსტრუქციას და მეტად განსხვავდება სტანდარტული სათვალისგან. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Microsoft, Google და Magic Leaps, უკვე არაერთი წელია უშვებენ შერეული რეალობის სათვალეებს, თუმცა მათ მიერ გამოშვებული ვერც ერთი მოდელი ვერ გახდა რეალურად პოპულარული მომხმარებლებს შორის. 

რაც შეეხება Apple-ის სხვა მოწყობილობებს, კომპანია აპირებს გამოუშვას ბიუჯეტური iPhone SE 2 და ახალი iPad Pro მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ SE 2-ის ფასი დაახლოებით 399 აშშ დოლარი იქნება. Apple-ის პირველი 5G სმარტფონი კი 2020 წლის მესამე კვარტალში გამოვა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.