Jump to content

კომპანია რუანდიდან გახდება სმარტფონების მწარმოებელი პირველი აფრიკული ქვეყანა


Recommended Posts

კომპანია Mara Group-ა რუანდიდან გამოუშვა ორი სმარტფონი, რომლებიც აფრიკაში წარმოებულ პირველ მოდელებად იწოდება. ამგვარად, კომპანიამ გაამყარა რუანდის ამბიციები - ქვეყანა იქცეს რეგიონალურ ტექნოლოგიურ ცენტრად. 

სმარტფონები Mara X და Mara Z მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე და მათი ფასია 190 და 130 დოლარი, შესაბამისად. როგორც მოსალოდნელია, მოწყობილობები კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ შედარებით ბიუჯეტურ სმარტფონებს. რუანდაში ბრენდული მოწყობილობების ფასი 37 დოლარიდან იწყება, Samsung-ის ყველაზე იაფი მოდელი კი დაახლოებით 55 აშშ დოლარი ღირს. 

image.jpeg 

კომპანია Mara Group-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი სმარტფონები ორიენტირებულია იმ მომხმარებლებზე, რომლებიც მზად არიან გაცილებით მეტი გადაიხადონ ხარისხში. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ მისი კომპანია აფრიკაში სმარტფონების პირველი მწარმოებელია. 

სმარტფონების ასაწყობი ქარხნებ მდებარეობს ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ალჟირსა და რეგიონის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. თუმცა ამ ქარხნებში იმპორტული კომპონენტები გამოიყენება. „ჩვენ პირველებმა დავიწყეთ წარმოების სრული ციკლი, რომელიც მოიცავს კომპონენტების დამზადებას- თქვა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქარხნის მშენებლობაში 24 მლნ დოლარი დაიხარჯა. ქარხანაში შესაძლებელია დამზადდეს დღეში 1200 სმარტფონი 

კომპანია Mara Group მოგების მიღებას ელის აფრიკის კონტინენტალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წყალობით. ეს არი პაქტი, რომელიც მიმართულია მიზნისკენ - მოხდეს 55 ქვეყნისგან შემდგარი სავაჭრო ბლოკის ფორმირება, რათა ხელი შეეწყოს კონტინენტზე სავაჭრო ვითარების გაუმჯობესებას. შეთანხმება ძალაში შევა მომდევნო წლის ივლისში და იგი 1 მილიარდ 300 მილიონ ადამიანს გააერთიანებს ერთიანი ეკონომიკური ბლოკის ფარგლებში. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.