Magdalena Posted October 9, 2019 Share Posted October 9, 2019 ახალი Epson WF-110 პრინტერის წონა ოდნავ აღემატება ნახევარ კილოგრამს და ადვილად თავსდება სამგზავრო ჩანთაში. პრინტერს ლითიუმ-იონური ბატარეა აქვს, რომლის დატენვაც შესაძლებელია ქსელიდან USB-ის მეშვეობით. ასევე შესაძლებელია მოწყობილობის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობის გაზრდა, თუკი მას დამატებით გარე ბატარეას მივუერთებთ - ასეთ შემთხვევაში მოწყობილობის წონა 2.04 კილოგრამამდე გაიზრდება. USB სადენის გარდა პრინტერში შესაძლებელია გამოიყენოთ Wi-Fi და Wi-Fi Direct პროტოკოლები, ასე რომ WF-100 თავისუფლად უკავშირდება სმარტფონს ან პლანშეტს. უფრო მეტიც, მართვა შესაძლებელია ხმოვანი დამხმარეების - Alexa-ს, Google Assistant-ის, ან Siri-ს მეშვეობით. პრინტერი აღჭურვილია 1,4-დუიმიანი LCD დისპლეითა და მცირე ზომის სამართავი პანელით. Epson WF-100 ბეჭდავს სტანდარტულ დოკუმენტებსა და 10 х 15 სმ ზომის ფოტოებს სიჩქარით - 7-6 გვერდი წუთში შავ-თეთრ ფორმატში, ფერად მასალას კი - წუთში 3-4 გვერდს. მინიპრინტერის შეძენა შესაძლებელია 300 აშშ დოლარად. https://www.techcult.ru/gadgets/7400-epson-vypustila-samyj-portativnyj-printer-v-mire 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.