Magdalena Posted October 8, 2019 Share Posted October 8, 2019 Pixel 4 და Pixel 4 XL სმარტფონების ოფიციალურ ანონსამდე ცოტა დრო დარჩა. უკვე ცნობილია მათი ფასიც, რომელსაც გვიზიარებენ ცნობილი ინსაიდერები. ინტერნეტ-წყარომ გააზიარა სმარტფონების კანადური ღირებულება, რომელიც დაახლოებით მსგავსია შეერთებული შტატების ფასისა. ორივე სმარტფონს 6 გბ ოპერატიული და 64/128 გბ ინტეგრირებული მეხსიერება ექნება კომპლექტაციის შესაბამისად. საბაზისო მოდიფიკაციის სმარტფონის ფასი 790 აშშ დოლარს შეადგენს. 900 დოლარად კი შესაძლებელი იქნება შეიძინოთ ან სტანდარტული კონფიგურაციის Pixel 4 XL მოდელი, ან Pixel 4 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით. ტოპ მოდიფიკაციის XL ვერსია 1020 აშშ დოლარად გაიყიდება. სმარტფონი ფასი კანადური დოლარი აშშ დოლარი Google Pixel 4 6/64 გბ $1050 $790 Google Pixel 4 6/128 გბ $1200 $900 Google Pixel 4 XL 6/64 გბ $1200 $900 Google Pixel 4 XL 6/128 გბ $1360 $1020 Google Pixel 3 6/64 გბ $1000 $750 Google Pixel 3 6/128 გბ $1130 $850 Google Pixel 3 XL 6/64 გბ $1130 $850 Google Pixel 3 XL 6/128 გბ $1260 $945 როგორც ვხედავთ, მოსალოდნელ ფასთან შედარებით ახალი Pixel-ები 40-50 (სტანდარტული ვერსია) და 50-57 (უფროსი მოდიფიკაცია) დოლარით ძვირია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ორივე სმარტფონი წინამორბედებთან შედარებით გაუმჯობესებული იქნება. პირველ რიგში, კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცამდე გაიზარდა. მეორე - ძირითად კამერაში გაჩნდა მეორე მოდული (ტელეობიექტივი), და მესამე - ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ოთხიდან ექვს გიგაბაიტამდე გაიზარდა. Pixel 4-სა და Pixel 4 XL-ს ექნება ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855 და OLED ეკრანები. უფროსი მოდელი წარმოდგენილი იქნება 6.3-დუიმიანი QHD+ მატრიცით, სტანდარტული მოდელი კი - 5.7-დუიმიანი FHD+ გაფართოებით. სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ოპერაციული სისტემა Android 10, 18-ვატიანი სწრაფი დატენვა, USB-C, NFC მოდული და 2800 მა/სთ / 3700 მა/სთ მოცულობის ბატარეა, მოდიფიკაციის შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30619/stali-izvestny-ceny-google-pixel-4-i-pixel-4-xl-na-40-75-dollarov-dorozhe-predshestvennikov Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.