Jump to content

Intel-მა წარადგინა Xeon W-2200 პროცესორები პროფესიონალური სამუშაო სადგურებისთვის


Recommended Posts

კომპანია Intel-ა წარადგინა Xeon W-2200 -  პროცესორების ახალი თაობა, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალურ სამუშაო სადგურებში გამოყენებისთვის. Intel-ის განცხადებით, ახალი პროცესორები ოპტიმიზებულია ფართო სპექტრის სამუშაო დავალებებისთვის სხვადასხვა ტიპის კონტენტის შესაქმნელად. 

image.jpeg 

Intel აღნიშნავს, რომ ახალი Xeon W-2200 მოდელები მთელი რიგი მახასიათებლებით განსხვავდება წინამორბედი Xeon W-2100 სერიის წარმომადგენლებისგან. პირველ რიგში, ახალი ჩიპების მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 4.8 გიგაჰერცამდე გაიზარდა Turbo Boost Max 3.0 ტექნოლოგიის წყალობით. წინა სერიაში ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 4.5 გჰც-ს. 

აღსანიშნავია 1 ტერაბაიტამდე მოცულობის მეხსიერების მხარდაჭერაც - წინა თაობის მოდელებში მხარდაჭერილი მაქსიმალური მეხსიერება 512 გბ იყო. ასევე ამჯერად ხელმისაწვდომია უფრო ჩქარი მეხსიერება DDR4-2933. გაჩნდა ახალი ქსელური კონტროლერი Intel i225-ც, რომლის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 2.5 გბიტ/წმ-მდეა, ასევე ხელმისაწვდომია უსადენო კონტროლერი Intel AX200 – Wi-Fi-თა და 2.4 გბიტ/წმ-მდე სიჩქარით. 

image.jpeg 

გაიზარდა წარმადობაც, თუმცა არც ისე დიდად. 

Intel-მა ახალ Xeon W-2200 პროცესორებს დაუმატა ტექნოლოგია Deep Learning Boost-ის (DL Boost) მხარდაჭერა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მნიშნელოვანი აჩქარება იმ ოპერაციებში, რომლებიც დაკავშირებული მანქანურ სწავლებასა და ხელოვნურ ინტელექტთან. Intel-ის თქმით, ხელოვნური ინტელექტის გამომთვლელი სიჩქარე წინა თაობის მაჩვენებელზე ორნახევარჯერ გაიზარდა. 

image.jpeg 

სხვა მახასიათებლების მხრივ Xeon W-2200 წინამორბედებისგან არ განსხვავდება. ახალ სერიაში შესულია რვა პროცესორი, რომელთაც აქვთ 4-დან 18-მდე ბირთვი და Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა. TDP-ის დონე 105-დან 165 ვატამდე გაიზარდა. თითოეულ პროცესორს აქვს 48 PCIe 3.0 ხაზი, მთლიანად პლატფორმაზე კი შესაძლებელია მოცემული იყო 72-მდე ხაზი. 

 image.jpeg 

აღვნიშნავთ, რომ Xeon W-2200 პროცესორები LGA 2066 კორპუსშია მოცემული ისევე, როგორც Core-X სერიის სამომხმარებლო პროცესორები. თუმცა ისინი თავსებადია Intel X299 დედა დაფებთან - მათი მუაობისთვის საჭიროა Intel C422 ჩიპსეტზე არსებული დაფები. Xeon W-ს ასევე აქვს RAS და Intel vPro მხარდაჭერა.  

Xeon W-2200 სერიის პროცესორები გაყიდვაში მალე გამოვა და მათი ფასი 294-დან 1333 აშშ დოლარამდე დიაპაზონში იქნება. ეს ღირებულება ორჯერ იაფია წინამორბედებთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.