Magdalena Posted October 8, 2019 Share Posted October 8, 2019 კომპანია MSI-მ დააანონსა დედა დაფები X299 Pro 10G და X299 Pro, რომლებიც განკუთვნილია მაღალი წარმადობის დესკტოპ კომპიუტერებისთვის. ახალ დაფებს თითქმის იდენტური ტექნიკური მახასიათებლები აქვთ. მათში გამოყენებულია Intel X299 სისტემური ლოგიკის ნაკრები; მხარდაჭერილია LGA2066 socket Intel Core X-Series 10000/9000/78xx პროცესორების გამოყენება. DDR4-4200+(OC) სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის მოცემულია რვა კონექტორი: მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შესაძლებელია შეადგენდეს 256 გიგაბაიტს. პორტებიდან ხელმისაწვდომია ექვსი SATA 3.0 და ორი 2242/2260/2280/22110 ფორმატების PCIe 3.0 x4 და SATA M.2 მოდულების კონექტორი. დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილია ოთხი სლოტი PCIe 3.0 x16, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს მძლავრი ვიდეოქვესისტემის ფორმირება. აღჭურვილობა ასევე მოიცავს კონტროლერებს - Intel I219-V Gigabit LAN და Realtek RTL8125-CG 2.5G LAN, აგრეთვე 7.1 ფორმატის Realtek ALC1220 აუდიო კოდეკს. X299 Pro 10G მოდელს დამატებით ასევე აქვს გაფართოების ორი სლოტი: ესენია ქსელური ადაპტერი Aquantia AQC107 მონაცემთა გადაცემის 10 გბიტი/წმ სიჩქარით და M.2 XPANDER-Z დაფა - ორი M.2 SSD-ის დაყენების შესაძლებლობით. ინტერფეისების პანელზე განთავსებულია პორტები USB 2.0, USB 3.2 Gen1 Type-A და USB 3.2 Gen2x2 20G Type-C, ქსელის სადენების ბუდე, PS/2 კონექტორი კლავიატურა/მაუსისთვის და აუდიო კონექტორების ნაკრები. მოწყობილობა ATX ფორმ-ფაქტორისაა და მისი ზომა 305 × 244 მილიმეტრია. https://3dnews.ru/995200 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.