Jump to content

დასაკეცი გაჯეტების ერა გრძელდება: Samsung-მა ახალი დრეკადი მოწყობილობა დააპატენტა


Recommended Posts

კორეული კომპანია Samsung დრეკადი დისპლეის მქონე მორიგ მოწყობილობაზე მუშაობს. საფირმო Galaxy Fold-ის გამოშვების შემდეგ, რამაც ინტერნეტში დიდი ხმაური გამოწვია, Samsung-მა კიდევ რამდენიმე მსგავსი მოდელი გამოუშვა. ამჯერად გამოჩნდა ახალი მოწყობილობა, რომლის ფუნქციონალშიც შედის ეკრანის დაკეცვის უნარი  საჭირო ტიპის მიხედვით. 

image.jpeg 

მოცემული გაჯეტი რომ მალე გამოვა, ამ ფაქტს მოწმობს კომპანიის მიერ საპატენტო ბიუროში შეტანილი განაცხადი. რამდენიმე ფოტოს გამოქვეყნების გარდა ახალი მოდელის შესახებ Samsung-ს ბევრი ჯერ არაფერი გაუზიარებია საზოგადოებისთვის. აღწერის მიხედვით ეს იქნება სმარტფონის, ლეპტოპისა და პლანშეტის ჰიბრიდი. როგორც ჩანს, მიუხედავად ყველაფრისა, კომპანიამ ექსპერიმენტი - Galaxy Fold წარმატებულად ჩათვალა და გადაწყვიტა შეექმნა გაჯეტი ერთდროულად სამგვარი სამუშაო რეჟიმით. ახალი პატენტის ავტორი გახლავთ Samsung-ის შვილობილი კომპანია Samsung Display, რომელიც დისპლეების დაპროექტებითაა დაკავებული. 

image.jpeg 

განაცხადზე თანდართული ნახაზების მიხედვით შესაძლებელია რამდენიმე დასკვნის გამოტანა: პირველი - დისპლეის ერთზე მეტი სახსარი ექნება, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადასვლა; მეორე - სმარტფონის უკანა მხარეს გათვაისწინებულია უნივერსალური სადგამი. ჯამში მოწყობილობა საკოდ უჩვეულო და თანამედროვე დიზაინის მქონედ გვევლინება. 

image.jpeg 

ანონსისა და გამოშვების თარიღების შესახებ ჯერ ცნობილი არაფერია. Samsung-ს ოფიციალური განცხადებ არ გაუკეთებია. საზოგადოებაში ახალ სმარტფონთან დაკავშირებით ორმაგი აზრი არსებობს: პირველის თანახმად კომპანია მას უახლოეს მომავალში წარადგენს. მეორე აზრით კი მოწყობილობა მხოლოდ პროტოტიპად დარჩება და არასდროს გამოვა Samsung-ის ლაბორატორიის ფარგლებს გარეთ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.