Jump to content

NASA მალე დაიწყებს მთლიანად ელექტრო თვითმფრინავის - X-plane-ის გამოცდებს


Recommended Posts

შეერთებული შტატების ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტო ემზადება თავისი მთლიანად ელექტრო ძრავის მქონე თვითმფრინავ X-57 Maxwell-ის (X-plane) გამოცდისთვის. თვითმფრინავის ერთ-ერთი მოდიფიკაცია , X-57 Mod II უკვე გადაყვანილია სააგენტოს კუთვნილ, არმსტრონგის სახელობის კვლევით ცენტრში. 

image.jpeg 

თავდაპირველად ჩატარდება სახმელეთო გამოცდები, რასაც მოყვება საჭის შესამოწმებელი ტესტირებები, ბოლოს კი დაიწყება სატესტო ფრენები. ჯერჯერობით არ გახმაურებულა როდის დაიწყება გამოცდა, ცნობილია ის, რომ Mod III და IV მოდელებს წინა ვარიანტისგან განსხვავებით ფრთები ექნება. 

ტესტირების დაწყებისთანავე თავითმფრინავი ისტორიაში შევა, როგორც ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე პირველი პილოტირებული საფრენი აპარატი X-plane-ის პროგრამაში. 

X-57 - ეს მთლიანად ელექტრიზებული თვითმფრინავი იმ საფრენი აპარატების ერთ-ერთი მოდიფიკაციაა, რომელიც არა მარტო დაეხმარება NASA-ს ძრავების ტესტირებაში, აგრეთვე კოსმოსურ სააგენტოს სამომავლო საჰაერო ტრანსპორტის განვითარების საშუალებას მისცემს. ერთ-ერთი მიმართულებაა ვერტიკალური აფრენა-დაშვების უნარის მქონე ელექტრო თვითმფრინავების წარმოება. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.