Jump to content
Magdalena

16-ბირთვიანი Ryzen 9 3950X 4,3 გჰც-მდე ჩქარდება - ამტკიცებს Gigabyte

Recommended Posts

კომპანია Gigabyte-მა გამოუშვა X570 დედა დაფების ოვერქლოქინგის სახელმძღვანელო  და გვიზიარებს თავის მიღწევებს ჯერ არ გამოსული Ryzen 9 3950X პროცესორის აჩქარებასთან დაკავშირებით. როგორც დოკუმენტშია მოცემული, შესაძლებელია 16-ბირთვიანი Socket AM4 პროცესორის აჩქარება 4.3 გიგაჰერცამდე, რაც საკმაოდ კარგად გამოიყურება იმის ფონზე, თუ როგორია Ryzen 3000 რიის სხვა წარმომადგენლების აჩქარების მაჩვენებლები. უფრო მეტიც, Gigabyte ამტკიცებს, რომ გარანტირებულია თექვსმეტბირთვიანი CPU-ის სავსებით სტაბილური მუშაობა და მისი წარმდობის გარკვეულ მაჩვენებლებსაც გვიზიარებს. 

image.jpeg 

Ryzen 9 3950X-ის აჩქარების საიდუმლო, რაღა თქმა უნდა, ის გახლავთ, რომ ექსპერიმენტებისთვის Gigabyte-ის წარმომადგენლებმა გამოიყენებს დედა დაფა Gigabyte X570 Aorus Master. დიდი ალბათობით, წარმატება განაპირობა იმანაც, რომ გამოყენებულ იქნა მეტად ეფექტური თხევადი გაგრილების სისტემა EKWB EK-KIT P360. 4.3 გიგაჰერცზე სტაბილური მუშაობისათვის საჭირო გახდა ძაბვის 1.4 ვატამდე გაზრდა, ასე რომ ასეთ რეჟიმთან გამკლავებას მხოლოდ უმძლავრესი გაგრილების სისტემა შეძლებდა. მიუხედავად ამისა, პროცესორის ტემპერატურა მაინც სცდებოდა 100 გრადუსს. 

Gigabyte-მა გამოაქვეყნა Ryzen 9 3950X-ის Cinebench R15-ზე ტესტირების შედეგები. ნომინალურ რეჟიმში პროცსორმა 3932 ქულა დააგროვა, 4.3 გჰც-მდე აჩქარებისას კი 11 %-ით სწრაფი აღმოჩნდა და დააფიქსირა 4384-ქულიანი მაჩვენებელი. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე მოცემულია პროცესორის წარმადობა 4.4 გჰც სიხშირეზე (სტაბილურობის გარანტიის გარეშე), იგი 4475 ქულას შეადგენს. 

image.png 

საერთო ჯამში Gigabyte-ის დოკუმენტში არის რამდენიმე საკამათო მტკიცებულბა, თუნდაც ის, რომ  Ryzen 3000-ისთვის უსაფრთხოა 1.45 ვატამდე ძაბვა, ასევე ისიც, რომ Ryzen 9 3950X არ ცხელდება რვაბირთვიან Ryzen 7 2700X-ზე მეტად.  

შეგახსენებთ, რომ 749 აშშ დოლარის ღირებულების 16-ბირთვიანი პროცესორი Ryzen 9 3950X გაყიდვაში ნოემბერში გამოვა. მისი TDP-ის დონედ ოფიციალურად დადგენილია 105 ვატი, საბაზისო სიხშირეა 3.5 გჰც და ტურბო რეჟიმში შესაძლებელია აჩქარება 4.7 გჰც-მდე. AMD-ს გამოცხადებული აქვს, რომ Ryzen 9 3950X-ის წარმოებაში გამოყენებული იქნება 7-ნანომეტრიანი ჩიპლეტების რჩეული მაღალხარისხიანი კრისტალები. 

Share this post


Link to post
Share on other sites

მადლობა ინფოსთვის. ორი პოსტია ერთანირი მგონი ამ ტთემაზე

Share this post


Link to post
Share on other sites

მართალი ხარ ალბათ ორჯერ დაიპოსტა, მეორეს გავაქრობ მაშინ, 4.3GHZ ნორმა ჩასტოტაა ყველაფრიდან გამომდინარე, ნუ ინტელის 20 თრიდიანს შეიძლება 5000MHZ კი ქონდეს შემდეგი წლისთვის მაგრამ ეგ 20 თრიდიანია მაინც ეს კი 32, ანუ ამდ ცდილობს მაგ სხვაობის ანაზღაურებას უფრო მეტი ბირთვებით, თუმცა იძახიან 20 ბირთვიანი არ ეღირებაო ძვირი, მგონი დაჟე ექსტრემალურ სეგმენტში მაქს 36 თრიდიანი გამოდის ეგეც შემდეგი წლისთვის უკვე, ეგეც იდეაში 9900 სიმძლავრის მაინც იქნება ერთი ბირთვის პერფორმანსით, მაგრამ ფასები ბოლო ინფორმაციის მიხედვით ლამის ოთხჯერაა შემცირებული ორივე სერიაზე განსაკუთრებით სულ ძველ ფასებს თუ შევადარებთ და არა ეხლა რაც ადევს იგივე მიკროცენტრში ინტელის პროცესორებს, არ ვიცი რატომ მაგრამ მაგ მაღაზიაში შტატებში ყველაზე დაბალი ფასებია ინტელის პროცესორებზე, პრინციპში ამდ საკმაოთ იაფი ჯდება მაგრამ რამე დიდი სხვაობა მე ვერ შევამჩნიე სხვა მაღაზიების ფასდაკლებებთან

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰოდა მადლობა აემდეს!

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...