Magdalena Posted October 7, 2019 Share Posted October 7, 2019 საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს 2020 წლიდან აამოქმედოს სახის ამომცნობი სისტემა Alicem მთელ ქვეყანაში. ხელისუფლებას სურს, ქვეყნის მოქალაქეებმა ციფრული პასპორტები აიღონ მიუხედავად მათი სურვილისა - წერს Bloomberg. საფრანგეთის ხელისუფლების წინააღმდეგ უკვე შევიდა რამდენიმე საჩივარი რამდენიმე მარეგულირებელი ორგანოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ. საჩივრებში ნათქვამია, რომ Alicem არღვევს ევროპულ კანონს პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ, რომლის თანახმადაც კორპორაციებსა და სახელისუფლებო ორგანოებს არ აქვთ უფლება - შეაგროვონ მოქალაქეების კონფიდენციალური მონაცემები მათი ნებართვის საწინააღმდეგოდ. თავის მხრივ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბიომეტრიული მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ ციფრული პასპორტების შექმნისთვის და არ მოხდება მათი ინტეგრირება მონაცემთა სხვა ბაზებთან, აგრეთვე პირადი ინფორმაცია არ აღმოჩნდება მესამე პირის ხელში. მიუხედავად ამისა, ჰაკერების ჯგუფმა ერთ საათში შეძლო გაეტეხა ხელისუფლების მონაცემთა ბაზა, სადაც ბიომეტრიული მონაცემები ინახებოდა. დაგეგმილია, რომ საფრანგეთის მოქალაქეები თავიანთ მონაცემებს ჩააბარებენ სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. სისტემაში რეგისტრირებისთვის მომხმარებლები გადაიღებენ სელფი-ვიდეოს, საიდანაც მოხდება შედარება მათი პასპორტის ფოტოსთან. ციფრული პასპორტების წყალობით მოქალაქეები შეძლებენ დისტანციურად სწრაფი წვდომა მიიღონ საბანკო ანგარიშებთან, ელექტრონულ სიმ-ბარათებთან და ა.შ. ყველა იმ სფეროში, სადაც აუცილებელია მოქალაქის პიროვნების დადასტურება. ევროპის ფარგლებს გარეთ ამ მიმართულებით ვითარებას რაც შეეხება, ჩინეთში უკვე მოქმედებს შემდეგი ვალდებულება: ქვეყნის ხელისუფლება მობილურ ოპერატორებს იძულებულს ხდის გასცენ სიმ-ბარათები მხოლოდ ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე. მომხმარებელს, რომელსაც მოესურვება ახალი სიმ-ბარათის აღება, უწევს წარადგინოს არა მხოლოდ საპასპორტო მონაცემები, არამედ გაიაროს სახის სკანირების პროცედურა. https://hightech.fm/2019/10/04/alicem Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.