Jump to content

ევროპაში პირველი ქვეყანა იქნება საფრანგეთი, სადაც მოსახლეობა ვალდებული გახდება ჩააბაროს ბიომეტრიული მონაცემები


Recommended Posts

საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს 2020 წლიდან აამოქმედოს სახის ამომცნობი სისტემა Alicem მთელ ქვეყანაში. ხელისუფლებას სურს, ქვეყნის მოქალაქეებმა ციფრული პასპორტები აიღონ მიუხედავად მათი სურვილისა - წერს Bloomberg. 

საფრანგეთის ხელისუფლების წინააღმდეგ უკვე შევიდა რამდენიმე საჩივარი რამდენიმე მარეგულირებელი ორგანოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ. საჩივრებში ნათქვამია, რომ Alicem არღვევს ევროპულ კანონს პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ, რომლის თანახმადაც კორპორაციებსა და სახელისუფლებო ორგანოებს არ აქვთ უფლება - შეაგროვონ მოქალაქეების კონფიდენციალური მონაცემები მათი ნებართვის საწინააღმდეგოდ. 

image.jpeg 

თავის მხრივ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბიომეტრიული მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ ციფრული პასპორტების შექმნისთვის და არ მოხდება მათი ინტეგრირება მონაცემთა სხვა ბაზებთან, აგრეთვე პირადი ინფორმაცია არ აღმოჩნდება მესამე პირის ხელში. 

მიუხედავად ამისა, ჰაკერების ჯგუფმა ერთ საათში შეძლო გაეტეხა ხელისუფლების მონაცემთა ბაზა, სადაც ბიომეტრიული მონაცემები ინახებოდა. 

დაგეგმილია, რომ საფრანგეთის მოქალაქეები თავიან მონაცემებს ჩააბარებენ სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. სისტემაში რეგისტრირებისთვის მომხმარებლები გადაიღებენ სელფი-ვიდეოს, საიდანაც მოხდება შედარება მათი პასპორტის ფოტოსთან. 

ციფრული პასპორტების წყალობით მოქალაქეები შეძლებენ დისტანციურად სწრაფი წვდომა მიიღონ საბანკო ანგარიშებთან, ელექტრონულ სიმ-ბარათებთან და ა.შ. ყველა იმ სფეროში, სადაც აუცილებელია მოქალაქის პიროვნების დადასტურება. 

ევროპის ფარგლებს გარეთ ამ მიმართულებით ვითარებას რაც შეეხება, ჩინეთში უკვე მოქმედებს შემდეგი ვალდებულება: ქვეყნის ხელისუფლება მობილურ ოპერატორებს იძულებულს ხდის გასცენ სიმ-ბარათები მხოლოდ ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე. მომხმარებელს, რომელსაც მოესურვება ახალი სიმ-ბარათის აღება, უწევს წარადგინოს არა მხოლოდ საპასპორტო მონაცემები, არამედ გაიაროს სახის სკანირების პროცედურა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.