Magdalena Posted October 7, 2019 Share Posted October 7, 2019 რესურსი FanlessTech გვატყობინებს, რომ უახლოეს მომავალში შედგება მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერების დებიუტი, რომლებიც დამყარებული იქნება AMD-ის პლატფორმაზე და შესრულებული იქნება NUC-მოწყობილობების სტილში. შეგახსენებთ, რომ NUC-ის, იგივე Next Unit of Computing-ის კონცეფცია შემოთავაზებული იყო კორპორაცია Intel-ის მიერ. ეს არის 10 x 10 სმ. ზომის მინი კომპიუტერები, რომლებიც განკუთვნილია გართობისთვის, თამაშებისა და ყოველდღიური გამოყენებისთვის. მოწყობილობებს ინდივიდუალური კონფიგურირებული დაფები აქვთ, შესაძლებელია არჩეულ იქნას მეხსიერების ტიპი, მონაცემთა შენახვის ქვესისტემები და ოპერაციული სისტემა. ამასთან, ხელმისაწვდომია როგორც მუშაობისთვის სრულიად მზა მინი კომპიუტერები, ასევე კომპლექტები და სისტემური დაფები მომხმარებლის მიერ დამოუკიდებლად ასაწყობად. როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, გამოსაშვებად მზადდება ანალოგიური მინი-კომპიუტერები ამჯერად AMD-ის პროცესორებით. ამგვარი მოწყობილობების საფუძველი იქნება 4X4 ფორმატის მცირე ზომის დედა დაფები (4,09 × 4,02 დუიმიანი), როგორებიცაა მოდელები ASRock 4X4-R1000V, 4X4-R1000M და 4X4-V1000M. რა საკვირველია, AMD-ის ბაზაზე შექმნილ მინი-კომპიუტერებს არ ექნება NUC-მარკირება. მოწყობილობებისთვის შერჩეული იქნება ორიგინალური სახელწოდება, რომელიც ჯერჯერობით არ ხმაურდება. აგრეთვე უცნობია თარიღიც, თუ როდის გამოჩნდება კომპიუტერები სამომხმარებლო ბაზარზე. https://3dnews.ru/995085 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.