Jump to content

AMD-ის პლატფორმაზე გამოვა ახალი მინი-კომპიუტერები NUC-ის სტილში


Recommended Posts

რესურსი FanlessTech გვატყობინებს, რომ უახლოეს მომავალში შედგება მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერების დებიუტი, რომლებიც დამყარებული იქნება AMD-ის პლატფორმაზე და შესრულებული იქნება NUC-მოწყობილობების სტილში. 

image.jpeg

შეგახსენებთ, რომ NUC-ის, იგივე Next Unit of Computing-ის კონცეფცია შემოთავაზებული იყო კორპორაცია Intel-ის მიერ. ეს არის 10 x 10 სმ. ზომის მინი კომპიუტერები, რომლებიც განკუთვნილია გართობისთვის, თამაშებისა და ყოველდღიური გამოყენებისთვის. მოწყობილობებს ინდივიდუალური კონფიგურირებული დაფები აქვთ, შესაძლებელია არჩეულ იქნას მეხსიერების ტიპი, მონაცემთა შენახვის ქვესისტემები და ოპერაციული სისტემა. ამასთან, ხელმისაწვდომია როგორც მუშაობისთვის სრულიად მზა მინი კომპიუტერები, ასევე კომპლექტები და სისტემური დაფები მომხმარებლის მიერ დამოუკიდებლად ასაწყობად. 

image.jpeg 

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, გამოსაშვებად მზადდება ანალოგიური მინი-კომპიუტერები ამჯერად AMD-ის პროცესორებით. ამგვარი მოწყობილობების საფუძველი იქნება 4X4 ფორმატის მცირე ზომის დედა დაფები (4,09 × 4,02 დუიმიანი), როგორებიცაა მოდელები ASRock 4X4-R1000V, 4X4-R1000M და 4X4-V1000M. 

რა საკვირველია, AMD-ის ბაზაზე შექმნილ მინი-კომპიუტერებს არ ექნება NUC-მარკირება. მოწყობილობებისთვის შერჩეული იქნება ორიგინალური სახელწოდება, რომელიც ჯერჯერობით არ ხმაურდება. აგრეთვე უცნობია თარიღიც, თუ როდის გამოჩნდება კომპიუტერები სამომხმარებლო ბაზარზე. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.