Jump to content

ჰოლოგრაფიულ სისტემა Tilt Five-ში გაერთიანებულია სამაგიდო თამაშები და შერეული რეალობა


Recommended Posts

image.png

ახალი სტარტაპი Tilt Five საშუალებას იძლევა „გაცოცხლდეს“ სტატიკური სამაგიდო თამაშები და წარმოგვიდგენს მათ ჰოლოგრამის სახით შერეული რეალობის სისტემაში. ამისათვის მოთამაშეებს სჭირდებათ ნებისმიერი გამომთვლელი მოწყობილობა, ლეპტოპი, პლანშეტი ან პერსონალური კომპიუტერი Windows-ის ან Android-ის მართვის ქვეშ. მოწყობილობას უკავშირდება სათამაშო მოედანი, რამდენიმე სათვალე და მართვის პულტი - პასიური გეიმინგ კონტროლერები. 

image.jpeg 

სათამაშო დაფის ზომა 80 x 80 სანტიმეტრია, თუმცა მისი ფართობის გაზრდა შესაძლებელია. ერთდროულად თამაში შეუძლია რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ონლაინ რეჟიმშიც. თამაშის პროცესი მეტად მარტივია - უნდა გადააადგილოთ კონტრასტული ფიგურები და პულტების მეშვეობით მიუთითოთ სათამაშო სივრცე. თამაში აანალიზებს, ვისი სვლა როდის არის და რა ბრძანება გასცა მოთამაშემ, ითვლის შედეგებს და ნათლად ახდენს მის ვიზუალიზაციას შერეული რეალობის სისტემაში. 

image.png 

მოთამაშეებს დასჭირდებათ Tilt Five-ის მსუბუქი, 80-გრამიანი სათვალე, რომელიც აღჭურვილია სტერეო დინამიკებითა და მიკროფონით თამაშის პროცესში კომუნიკაციისთვის. სათვალეზე მოცემულია ორი კამერა - ერთი მათგანი მოთამაშის მზეის მიმართულებას აფიქსირებს, მეორე აანალიზებს ფიგურების განლაგებასა და პულტებს. რეაქციის დროის შეფერხება 6 მილიწამს არ აღემატება, სისტემა მუშაობს რამდენიმე მეტრის რადიუსში. სათვალე თამაშის დაფარულ მომენტებს მხოლოდ საკუთარ მფლობელს უჩვენებს, ასე რომ ყველა მათგანს ინდივიდუალურად შეუძლია დაგეგმოს სვლა ოპონენტებისან საიდუმლოდ. 

თამაშს აქვს ფუნქცია Save-Load, თავად პროცესის ტრანსლირება შესაძლებელია YouTube-ზე, საწყის პაკეტში ხელმისაწვდომია რამდენიმე თამაში. ამაშის სპეციფიკა გულისხმობს არა მარტო სხვა თამაშების პორტირებას, არამედ ავტორები უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ Fantasy Grounds-თან, რომელიც უამრავი დესკტოპ თამაშის ვირტუალური ანალოგის მფლობელია. გეიმინგ კომპლექტის ფასი 299 აშშ დოლარია, თუმცა მასში შედის მხოლოდ ერთი ნაკრები: სათვალე, პულტი, სათამაშო ფიგურები. დამატებითი ატრიბუტების ყიდვა ცალკე შეიძლება. სისტემა Tilt Five გაყიდვაში 2020 წლის ივნისში გამოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.