Jump to content

Colorful iGame GeForce RTX 2060 Super Neptune Lite OC: ვიდეო ბარათი თხევადი გაგრილების სისტემით


Recommended Posts

კომპანია Colorful-მა დააანონსა ვიდეო ბარათი iGame GeForce RTX 2060 Super Neptune Lite OC, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ კომპიუტერებისთვის და აგებულია NVIDIA Turing არქიტექტურაზე. 

image.jpeg 

GeForce RTX 2060 Super სერიის ამაჩქარებლების კონფიგურაციაში მოცემულია 2176 CUDA ბირთვი და 8 გბ 256-bit GDDR6 სტანდარტის მეხსიერება. საბაზისო ტაქტის სიხშირე 1470 მეგაჰერცს შეადგენს, სიხშირე ტურბო რეჟიმში კი - 1650 მჰც-ს. 

image.jpeg 

Colorful-ის ახალი ბარათის მთავარი ღირსშესანიშნაობა თხევადი გაგრილების სისტემაა. იგი მოიცავს სპილენძის ფუძის მქონე წყლის ბლოკსა და 120-მილიმეტრიან რადიატორს, რომელშიც წარმოდგენილია ერთი 120-მილიმეტრიანი ვენტილატორი. 

ვიდეო ბარათში გამოყენებული სისტემა ეფექტურ გაგრილებას უზრუნველყოფს. კომპანია ამტკიცებს, რომ მაქსიმალური დატვირთვით მუშაობის პირობებშიც კი გრაფიკული ჩიპის ტემპერატურა 65 გრადუსს ქვემოთ ნარჩუნდება. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათში ხელმისაწვდომია სწრაფი აჩქარების რეჟიმი One-Key OC: პანელი ინტერფეისზე არსებულ სპეციალურ ღილაკზე დაჭერისას შესაძლებელია ტურბო სიხშირის მაჩვენებლის გაზრდა 1815 მეგაჰერცამდე. 

image.jpeg 

Colorful-ის ახალი ვიდეო ბარათს RGB განათება და 16-მილიონიანი ფერთა გამის მხარდაჭერა აქვს. მოწყობილობაზე მოცემულია ერთი HDMI და სამი DisplayPort ინტერფეისი. ბარათის გაბარიტები 280 × 129 × 42 მილიმეტრს შეადგენს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.