Magdalena Posted October 4, 2019 Share Posted October 4, 2019 Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსის კერძო აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin ამ დრომდე თავს იკავებდა გამოეცხადებინა ფასი, თუ რა ეღირება სუბორბიტალური რაკეტა New Shepard-ით ფრენა მათთვის, ვისაც სურს გამოცადოს ექსტრემალური შეგრძნებები სტრატოსფეროს ფარგლებს გარეთ. 2 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ Moscone North-ში გაიმართა ღონისძიება Disrupt SF TechCrunch, სადაც Blue Origin-ის გენერალურმა დირექტორმა ბობ სმითმა დაასახელა კოსმოსური ფრენების ღირებულება. მან აღნიშნა, რომ კოსმოსური ტურის ფასი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება იაფი. – „ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია არასდროსაა იაფი, იქნება ეს IBM-ის პირველი კომპიუტერები თუ ის, რასაც დღესდღეობით ვუყურებთ“ - განაცხადა სმითმა. – „რეალურად, საწყის ეტაპზე კოსმოსში მოგზაურობის მსურველთათვის ფრენა ასობით ათასი დოლარი ეღირება“. სმითმა ისიც დაამატა, რომ დროთა განმავლობაში ფრენის ფასი ისეთ დონემდე შემცირდება, რომ საშუალო ფენის მოქალაქეებიც შეძლებენ თავს უფლება მისცენ - იფრინონ კოსმოსში რაკეტა New Shepard-ით. https://3dnews.ru/995040 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.