Jump to content

NASA-მ ეგზოპლანეტების საძიებელი ტელესკოპის ტესტირება ჩაატარა


Recommended Posts

დედამიწის მსგავსი ახალი პლანეტების საძიებლად NASA-მ კოსმოსში ტელესკოპი გაუშვა, რომელიც შეძლებს პლანეტების გაფილტვრას სხვა ციური სხეულებისგან. ტესტირებისას ტელესკოპი დედამიწის ატმოსფეროს საზღვარს მიუახლოვდა, რის მისაღწევადაც გამოყენებული იყო 680 კგ მასის საჰაერო ბურთი. 

ახალი ტელესკოპი განახორციელებს პლანეტების ძიებას დაახლოებით 38 ათას კილომეტრ სიმაღლეზე. მისიაში გამოყენებული იქნება სპეციალური ოპტიკური ტექნოლოგია, რომელიც ვარსკვლავებიდან წამოსულ სინათლეს გაფილტრავს, რათა უზრუნველყოფილ იქნას კარგი ხილვადობა. ტელესკოპი დამზადებულია კომპანია UMass Lowell-ის მიერ. 

image.jpeg 

ბურთი, რომელიც ტელესკოპის ნავიგაციას უზრუნველყოფს, დაახლოებით 680 კილოგრამს იწონის. ტელესკოპი, სახელად PICTURE-C დედამიწის ატმოსფეროს კიდესთან იმუშავებს, რაც მეცნიერებს კარგი თვალთახედვისა და დაკვირვების საშუალებას მისცემს. 

Nasa-მ პროექტი 5 მილიონ 600 ათასი დოლარით დააფინანსა. მომდევნო წელს ტელესკოპი ათეულობით ფოტოს გამოგზავნის დედამიწაზე, რათა მკვლევართა გუნდს ძებაში დაეხმაროს. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ პროექტის შედეგად ახალი კოსმოსური ობიექტები იქნება აღმოჩენილი და იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგია ხელს შეუწყობს იმ ციური სხეულების კვლევა, რომლებიც ამ დრომდე ხილვადი არ იყო ვარსკვლავური გამოსხივებების გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.