Jump to content

Microsoft-მა წარადგინა ორეკრანიანი Android-სმარტფონი Surface Duo


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Microsoft-მა წარადგინა ორი დისპლეის მქონე სმარტფონი Surface Duo. ახალი მოწყობილობა გაყიდვაში მომდევნო წელს გამოვა სადღესასწაულო გაყიდვების სეზონის პერიოდში, მისი ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. 

image.jpeg 

სმარტფონს აქვს ორი 5.6-დუიმიანი დისპლეი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სპეციალური სახსარით, რაც საშუალებას იძლევა 360 გრადუსით გადაიკეცოს მოწყობილობა. გახსნილ მდგომარეობაში სმარტფონის ეკრანის დიაგონალი 8.3 დუიმს შეადგენს. დაკეცილი მოწყობილობა საკმაოდ კომპაქტურია და მარტივად თავსდება ჯიბეში. 

როდესაც სმარტფონის ეკრანი გაშლილია, დისპლეებიდან ერთ-ერთის გამოყენება შესაძლებელია გეიმინგ კონტროლერივით ან კლავიატურის სახით. მეორე ეკრანის გამოყენება ასევე შესაძლებელია სადგამის სახით, როდესაც მომხმარებელი ვიდეო კონტენტს უყურებს ალბომის რეჟიმში. 

image.jpeg 

„შეგიძლიათ აკრიფოთ ტექსტი, წეროთ, აკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც გსურთ. ევი არ შეგეპაროთ, რომ ეს პროდუქტი - Surface-ა“ -  განაცხადა Surface-ის ხაზზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრეზიდენტმა. 

image.jpeg 

Microsoft-მა განაცხადა, რომ Google-თან თანამშრომლობამ მას საშუალება მისცა სმარტფონში ჩაედო „ყველაფერი საუკეთესო Android-ისგან“. მოწყობილობაში ამავე დროს გამოყენებულია ახალი ოპერაციული სისტემა Windows 10X-ის ელემენტები, რომელიც განკუთვნილია ორი ეკრანი მქონე ჰიბრიდული მოწყობილობებისთვის. სმარტფონში თავისუფლად იქნება შესაძლებელი ერთდროულად ორი აპლიკაციის მოქმედება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.