Jump to content

2019 წლის საუკეთესო PC თამაშები techspot-ის ვერსიით


Recommended Posts

იმისათვის, რომ გეიმერი გახდეთ, საკმარისი არ არის ფლობდეთ გეიმინგ ვიდეო ბარათსა და მძლავრ პროცესორს. როგორც ვებ-გვერდ Techspot-ის წევრები მიიჩნევენ, თუკი არ ხართ გაცნობიერებული ქვემოთ ჩამოთვლილ თამაშებში, გეიმერად წოდების უფლება არ გაქვთ. მოდით, ვნახოთ, ვინ იქნება თქვენ შორის ღირსეული. 

Control - ეს არის 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიური თამაში, რომლის მაქსიმალურ პარამეტრებთან გამკლავება 1000 დოლარიან ვიდეო ბარათებსაც კი უჭირთ. თამაშის ღრმა სიუჟეტი პერსონაჟის დაუჯერებელი უნარების დემონსტრირებას ახდენს და გეიმერს ყველაფრისგან განსხვავებულ გამოცდილებას სძენს. 

image.png 

Gears 5 – ამ თამაშის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს მოკლე სიუჟეტი ა ხელისშემშლელი მიკროტრანზაქციები. გარდა ამისა, ბევრ გეიმერს ეს ჟანრი არ მოსწონს. Gears 5 - იგივე მძაფრსიუჟეტიანი Gears of War-ია ახალი ფორით. მინიმალური მოთხოვნების გამო ამ თამაშმა ბევრს იმედები გაუცრუა, თანაც მაქსიმალურ რეჟიმზე მისი გამკლავება თითქმის ყველა ვიდეო ბარათს უჭირს. ხსენებული თამაში 2019 წლის ტრენდია, როგორც ჩანს. 

Apex Legends - თამაშმა, რომელიც თავდაპირველად წლის მთავარ იმედგაცრუებად მიიჩნეოდა, შეძლო გამოესწორებინა ყველა ხარვეზი და ამჟამად გეიმერებს ახარებს შესანიშნავი პროცესით. Apex Legends-ს მოთამაშეებს კომუნიკაციის უნიკალური საშუალება აქვ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოსინჯოთ.   

image.png 

Metro Exodus  თამაშს კარგი შეფასებები და დასამახსოვრებელი სიუჟეტი აქვს. ერთადერთი ნაკლი რაც შეიძება აღინიშნოს, ისევე როგორც Control-ის შემთხვევაში ეს თამაშიც Epic Games Store-ის ექსკლუზივი გახდა.  

Forza Horizon 4 - როგორც Techspot-ის ექსპერტები ამტკიცებენ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო რბოლური თამაშია, რომელთან კონტაქტის სურვილიც ყოველდღიურად გაგიჩნდებათ. 

image.png 
 

Sekiro: Shadows Die Twice - ეს თამაში განსაკუთრებით მათ მოეწონათ, ვინც Dark Souls-ის სერიებს დადებითად აფასებს, დანარჩენებში კი ნეგატივი გამოიწვია გარკვეული სირთულეების გამო. 

საიტის ექსპერტები აგრეთვე ახსენებენ რამდენიმე სხვა თამაშს, ესენია: Assassin's Creed Odyssey, GTA V, A Plague Tale: Innocence, League of Legends და Fortnite Battle Royale. ჯამში, საუკეთესო თამაშები არც ისე ბევრია. 

Link to comment
Share on other sites

wtf? საერთოდ არ ვთვლი რომ ეს თამაშები უნდა ქონდეთ ნათამაშები მათ ვისაც საკუთარ თავს გეიმერს უწოდებს. ალბათ უფრო კლასიკურ თამაშებს მივაქცევდი ყურადღებას და არა ამ გუშინდელ თამაშებს. თამაშებზე ცუდს არ ვამბობ ზოგიერთი საერთოდ არ მითამაშია და არც გამჩენია სურვილი(სეკირო, კონტროლი და ა.შ) მაგრამ გეიმერობა არ შეიძლება ასე განისაზღვროს. მე არ ვთვლი რომ გეიმერი ვარ, არ მაქ მაგდენი დრო რომ ყველაფერში ვერკვეოდე მაგრამ ასე დაყოფა სისულელედ მიმაჩნია. 

Link to comment
Share on other sites

კონტროლი მგონი წლის სიბანძე თამაში უფროა ვიდრე საუკეთესო :დ

Link to comment
Share on other sites

ასე თუ ისე ნორმალური სპისოკია, პრესის და გეიმერების საშვალო აცენკებზეა ეგეთი შეფასებები ყოველთვის დამყარებული, იგივე პონტია ბოლო წლების ოსკარის გაცემებიც, შეიძლება რაღაცეებზე კითხვის ნიშანი გაგიჩნდეს მაგრამ ტეხნოლოგიური თვალსაზრისით ბევრი მაინც ნორმალურია თვითონ სიუჟეტი თუ დიდი ვერაფერი, ანუ რაღაც კომპონენტები უვარგა და მაგიტომ აქვს კარგი ოტზვიებიც, შენ თუ ეგ კომპონენტები არ მიგაჩნია თამაშის მნიშვნელოვან ასპექტათ რა თქმა უნდა თამაშიც არ მოგეწონება + იმასაც აქვს გავლენა მოგწონს თუ არა ესა თუ ის ჟანრი, ზოგი პადრიათ იწერს ყველაფერს და ყველაფერი რა თქმა უნდა არ მოეწონება, მე უბრალოთ წინასწარ ვიცი უკვე რამდენათ მომეწონება ესა თუ ისე თამაში იგივე სტილის-სიუჟეტი და ასე შემდეგ, თუ კარგი შეფასებებია ვიწერ რა თქმა უნდა ჩემ სტილისტიკას და ჟანრს თუ შეესაბამება, წელზე მეტია აღარაფერი მითამაშია, მაგრამ წლების მანძილზე ეგრე ვაკეთებდი და ჯერ თამაში არ გამიბანძებია რაც დავხურე, კი იყო ზოგი უფრო მაგარი ზოგი უფრო ცუდი, მაგრამ მანამდეც ვიცოდი რომ უფრო მომეწონებოდა ვიდრე არა, მაგ მხრივ ექპსერიმენტებს არ ვატარებ ხოლმე, თუ ჩემი ჟანრის არაა რა მნიშვნელობა აქვს რამდენი თამაშობს ან რა შეფასებები აიღო მაინც თუ არ მომწონს ეგ ყველაფერი და ვერ ვუჭერ ბოლომდე მუღამს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.