Magdalena Posted October 2, 2019 Share Posted October 2, 2019 იმისათვის, რომ გეიმერი გახდეთ, საკმარისი არ არის ფლობდეთ გეიმინგ ვიდეო ბარათსა და მძლავრ პროცესორს. როგორც ვებ-გვერდ Techspot-ის წევრები მიიჩნევენ, თუკი არ ხართ გაცნობიერებული ქვემოთ ჩამოთვლილ თამაშებში, გეიმერად წოდების უფლება არ გაქვთ. მოდით, ვნახოთ, ვინ იქნება თქვენ შორის ღირსეული. Control - ეს არის 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიური თამაში, რომლის მაქსიმალურ პარამეტრებთან გამკლავება 1000 დოლარიან ვიდეო ბარათებსაც კი უჭირთ. თამაშის ღრმა სიუჟეტი პერსონაჟის დაუჯერებელი უნარების დემონსტრირებას ახდენს და გეიმერს ყველაფრისგან განსხვავებულ გამოცდილებას სძენს. Gears 5 – ამ თამაშის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს მოკლე სიუჟეტი და ხელისშემშლელი მიკროტრანზაქციები. გარდა ამისა, ბევრ გეიმერს ეს ჟანრი არ მოსწონს. Gears 5 - იგივე მძაფრსიუჟეტიანი Gears of War-ია ახალი ფორმით. მინიმალური მოთხოვნების გამო ამ თამაშმა ბევრს იმედები გაუცრუა, თანაც მაქსიმალურ რეჟიმზე მისი გამკლავება თითქმის ყველა ვიდეო ბარათს უჭირს. ხსენებული თამაში 2019 წლის ტრენდია, როგორც ჩანს. Apex Legends - თამაშმა, რომელიც თავდაპირველად წლის მთავარ იმედგაცრუებად მიიჩნეოდა, შეძლო გამოესწორებინა ყველა ხარვეზი და ამჟამად გეიმერებს ახარებს შესანიშნავი პროცესით. Apex Legends-ის მოთამაშეებს კომუნიკაციის უნიკალური საშუალება აქვთ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოსინჯოთ. Metro Exodus – თამაშს კარგი შეფასებები და დასამახსოვრებელი სიუჟეტი აქვს. ერთადერთი ნაკლი რაც შეიძლება აღინიშნოს, ისევე როგორც Control-ის შემთხვევაში ეს თამაშიც Epic Games Store-ის ექსკლუზივი გახდა. Forza Horizon 4 - როგორც Techspot-ის ექსპერტები ამტკიცებენ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო რბოლური თამაშია, რომელთან კონტაქტის სურვილიც ყოველდღიურად გაგიჩნდებათ. Sekiro: Shadows Die Twice - ეს თამაში განსაკუთრებით მათ მოეწონათ, ვინც Dark Souls-ის სერიებს დადებითად აფასებს, დანარჩენებში კი ნეგატივი გამოიწვია გარკვეული სირთულეების გამო. საიტის ექსპერტები აგრეთვე ახსენებენ რამდენიმე სხვა თამაშს, ესენია: Assassin's Creed Odyssey, GTA V, A Plague Tale: Innocence, League of Legends და Fortnite Battle Royale. ჯამში, საუკეთესო თამაშები არც ისე ბევრია. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30462/luchshie-igry-dlja-pk-2019-goda-po-versii-techspot Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted October 2, 2019 Share Posted October 2, 2019 wtf? საერთოდ არ ვთვლი რომ ეს თამაშები უნდა ქონდეთ ნათამაშები მათ ვისაც საკუთარ თავს გეიმერს უწოდებს. ალბათ უფრო კლასიკურ თამაშებს მივაქცევდი ყურადღებას და არა ამ გუშინდელ თამაშებს. თამაშებზე ცუდს არ ვამბობ ზოგიერთი საერთოდ არ მითამაშია და არც გამჩენია სურვილი(სეკირო, კონტროლი და ა.შ) მაგრამ გეიმერობა არ შეიძლება ასე განისაზღვროს. მე არ ვთვლი რომ გეიმერი ვარ, არ მაქ მაგდენი დრო რომ ყველაფერში ვერკვეოდე მაგრამ ასე დაყოფა სისულელედ მიმაჩნია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted October 2, 2019 Share Posted October 2, 2019 კონტროლი მგონი წლის სიბანძე თამაში უფროა ვიდრე საუკეთესო :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 3, 2019 Share Posted October 3, 2019 ასე თუ ისე ნორმალური სპისოკია, პრესის და გეიმერების საშვალო აცენკებზეა ეგეთი შეფასებები ყოველთვის დამყარებული, იგივე პონტია ბოლო წლების ოსკარის გაცემებიც, შეიძლება რაღაცეებზე კითხვის ნიშანი გაგიჩნდეს მაგრამ ტეხნოლოგიური თვალსაზრისით ბევრი მაინც ნორმალურია თვითონ სიუჟეტი თუ დიდი ვერაფერი, ანუ რაღაც კომპონენტები უვარგა და მაგიტომ აქვს კარგი ოტზვიებიც, შენ თუ ეგ კომპონენტები არ მიგაჩნია თამაშის მნიშვნელოვან ასპექტათ რა თქმა უნდა თამაშიც არ მოგეწონება + იმასაც აქვს გავლენა მოგწონს თუ არა ესა თუ ის ჟანრი, ზოგი პადრიათ იწერს ყველაფერს და ყველაფერი რა თქმა უნდა არ მოეწონება, მე უბრალოთ წინასწარ ვიცი უკვე რამდენათ მომეწონება ესა თუ ისე თამაში იგივე სტილის-სიუჟეტი და ასე შემდეგ, თუ კარგი შეფასებებია ვიწერ რა თქმა უნდა ჩემ სტილისტიკას და ჟანრს თუ შეესაბამება, წელზე მეტია აღარაფერი მითამაშია, მაგრამ წლების მანძილზე ეგრე ვაკეთებდი და ჯერ თამაში არ გამიბანძებია რაც დავხურე, კი იყო ზოგი უფრო მაგარი ზოგი უფრო ცუდი, მაგრამ მანამდეც ვიცოდი რომ უფრო მომეწონებოდა ვიდრე არა, მაგ მხრივ ექპსერიმენტებს არ ვატარებ ხოლმე, თუ ჩემი ჟანრის არაა რა მნიშვნელობა აქვს რამდენი თამაშობს ან რა შეფასებები აიღო მაინც თუ არ მომწონს ეგ ყველაფერი და ვერ ვუჭერ ბოლომდე მუღამს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.