Jump to content

Google-მა ფოტოგრამმეტრია გამოიყენა და შექმნა ვირტუალური ტური ვერსალის სასახლეში


Recommended Posts

ფოტოგრამმეტრია [ფოტო-, ბერძ. gramma ჩანაწერი და metreō ვზომავ] – საგნების ნამდვილი სიდიდისა და სივრცეში მდგომარეობის განსაზღვრა მათი ფოტოგრაფიული გამოსახულების მიხედვით; რაიმე ადგილის გეგმის შედგენა მისი ფოტოსურათის მიხედვით. 

წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი 

ვერსალის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მისი დათვალიერების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო Google-მა გადაწყვიტა მოეხდინა ლუი XIV-ის სამეფო რეზიდენციაში ვირტუალური ექსკურსიის რეალიზება. 

როგორც კორპორაცია აღნიშნავს, ეს არის უდიდესი ფოტოგრამმეტრიული პროექტი, რაც კი ოდესმე ვერსალში განხორციელებულა: მუშაობის პროცესში გადაღებულ იქნა 21 ნაგებობა და 36 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორია. HTC Vive-ისა და Oculus Rift-ის მფლობელებს შეუძლიათ ვირტუალურად დაათვალიერონ ასზე მეტი სკულპტურა, ფერწერული ტილო და ხელოვნების სხვა ნიმუშები, იხილონ ისინი მაღალი დეტალიზაციისა და მსხვილი კადრის პირობებში. 

image.jpeg 

Google-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციის მოცულობამ 4 ტერაბაიტს გადააჭარბა. აპლიკაციაში მოცემულია ვირტუალური ექსკურსია მეფე-დედოფლის აპარტამენტებში, საეფო ოპერის თეატრში, სამეფო სასადილოში, სარკეებიან გალერეასა და სხვა ღრსშესანიშნავ დარბაზებში. „გობელენები, ნახატები, ჭერის ფერწერა, სკულპტურები და ავეჯი - ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია VR კონტროლერის მეშვეობით, რათა მომხმარებლებს მივცეთ შეუზღუდავი და პრვილეგირებული წვდომა ვერსალის საგანძურთან. უფრო მძაფრი შეგრძნებებისთვის კი შეგიძლიათ გადაერთოთ ღამის რეჟიმზე და სასახლ ცეცხლის შუქზე დაათვალიეროთ“ - ნათქვამია Steam-ის ვებ-გვერდზე. 

image.jpeg 

მათთვის კი, ვინც არ ფლობს ვირტუალური რეალობის მოწყობილობებს (სერვისი ჯერჯერობი მხოლოდ Vive-სა და Rift-ზეა ხელმისაწვდომი), Google-მა შექმნა ონლაინ-გამოფენა, რომელიც შეგიძიათ იხილოთ ბმულზე: > https://www.youtube.com/watch?v=DkCt6-p9WSw 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.