Jump to content

HP-მ წარადგინა მაღალი კლასის ლეპტოპი-ტრანსფორმერი Spectre x360 13 (2019)


Recommended Posts

HP- გააუმჯობესა თავისი ისედაც კარგი ხარისხის ლეპტოპების ხაზი - 13-დუიმიანი Spectre x360. კომპანიამ ძალისხმევა არ დაიშურა, შეეტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოწყობილობის ყველა ასპექტში და ჯამში Spectre x360 13-ის სახით საკმაო საინტერესო პროდუქტი მივიღეთ. 

image.jpeg 

მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მან შეძლო შეექმნა  იმ მოწყობილობებს შორს ყველაზე კომპაქტური ტრანსფორმერი ლეპტოპი, რომელთა ეკრანებიც ფართობის 90%- იკავებს. მისივე თქმით ახალი ლეპტოპი არის ავტონომიური მუშაობის დროით ყველაზე ეფექტური მოწყობილობა 13-დუიმიან და ოთხბირთვიან ლეპტოპებს შორის, აგრეთვე ყველაზე კომპაქტური მოწყობილობა Windows Hello ვებ-კამერითა და სახის ამოცნობის ინფრაწითელი სენსორით. ლეპტოპს შეუძლია ავტონომიურ რეჟიმში იმუშაობს 22 საათამდე (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატარეის 50%-მდე დატენვისთვის ათი წუთი საკმარისია ახალი LCD პანელის წყალობით, რომლის ენერგომოხმარება 1 ვატს შეადგენს. 

ლეპტოპის დიზაინი იმგვარადაა შემუშავებული, რომ შექმნას ძვირფასი სამკაულის შეთაბეჭდილება - მაგალითად, კორპუსის კიდები დამუშავებულ ძვირფას ქვას წააგავს. ჩამრთველი ღილაკი კორპუსის მარცხენა არესაა გადმოტანილი, USBC პორტი კი - მარჯვნივ, რაც არა მარტო მოდურია, არამედ უმჯობესი ფუნქციონალურობის კუთხით 

HP- დიდი ყურადღება დაუთმო ეკრანს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ფარობის 90% უჭირავს (2018 წლის მოდელს - 78%) შევიწროებული ჩარჩოების წყალობით. არსობრივად, 13-დუიმიანი დისპლეი მოთავსებულია კორპუსში, რომელიც თხელი გაბარიტებით 12-დუიმიან ლეპტოპს შეესაბამება. 

image.jpeg 

ლეპტოპში გამოყენებულია მეათე თაობის ახა ოთხბირთვიანი Intel Core პროცესორი Iris Plus გრაფიკით, რისი წყალობითაც მოწყობილობის წარმადობა წინა თაობის ლეპტოპთან შედარებით ორჯერაა გაზრდილი ისეთი სამუშაოებისას, როგორებიცაა ფოტოების დარედაქტირება, 3D სამუშაო და ვიდეომონტაჟი. 

image.jpeg 

HP- კარგად იმუშავა აქტიური და პასიური გაგრილების სისტემაზეც და მიაღწია გაგრილების ეფექტურობის მნიშვნელოვან ზრდას თანაც ხმაურის დონის შემცირების პარალელურად. კვების მართვის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს სამიდან სასურველი რეჟიმი: ჩუმი, კომფორტული ან მაქსიმალური წარმადობის. 

image.jpeg 

საბაზისო მოდელებს 13.3-დუიმიანი LCD ეკრანები აქვთ Full HD გაფართოებით, ფლაგმანური Spectre x360 13 კი აღჭურვილია 4K გაფართოების მქონე OLED HDR დისპლეით, რომელიც ხასიათდება 100 000:1 კონტრასტულობით, DCI-P3 ფერთა გამით და შემცირებული ლურჯი სპექტრით. HP ასევე ხაზს უსვამს არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირისა და თითის ანაბეჭდის მაღალი გამძლეობის სკანერის არსებობას. 

გაუმჯობესებულია უსადენო კავშირის საუალებებიც. Wi-Fi 6 მოდემი წყალობით მონაცემთა გადაცემის სიქარე ორჯერ გაიზარდა. გიგაბიტური 4G LTE მოდემი  უზრუნველყოფს 122 %-ით მეტ სიჩქარეს და საუკეთესო თავსებადობას 5G ქსელის სხვადასხვა ოპერატორთან. 

გაუმჯობესდა უსაფრთხოების ნორმებიც: კერძოდ, კორპუსის გვერდით ნაწილზე დაემატა ფიზიკური ღილაკი, რომელიც კვებას უწყვეტს ვებ-კამერას (მისი ლენტით გადაფარვა საჭირო აღარ იქნება); კლავიატურაზე მოცემულია მიკროფონის გამომრთველი ღილაკი და შესაბამისი ინდიკატორი; ეკრანს დაემატა სპეციალური ფილტრი, რომელიც გააქტიურებისას ზღუდავს თვალთახედვის კუხე ისე, რომ გვერდიდან არ გამოჩნდეს დისპლეიზე ასახული გამოსახულება. კომპანია აგრეთვე გვპირდება უმაღლესი დონის შიფრირებას Wi-Fi-თი მუშაობისას და რამდენიმე სხვადასხვა ინსტრუმენტს უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის. 

ყველაზე საინტერესო კი ფასია. საბაზისო მოდელი 13,3-დუიმიანი FHD ეკრანით, 8 გბ ოპერატიული და 256 გბ SSD მეხსიერებით, ოთხბირთვიანი Intel Core i5-1035G1 პროცესორით - დაახლოებით 1099 აშშ დოლარად გაიყიდება. ფლაგმანური 13,3-დუიმიანი 4K HDR OLED-ეკრანიანი ლეპტოპი კი, რომელსაც აქვს 16 გბ ოპერატიული და 512 გბ SSD (32 გბ Intel Optane-თან კავშირში) მეხსიერება, აგრეთვე ოთხბირთვიანი Intel Core i7-1065G7 პროცესორი - ღირს 1499 აშშ დოლარი. ოქტომბერში გამოჩნდება ამ ლეპტოპის კიდევ უფრო მაღალი კლასის მოდიფიკაცია, რომლის ფასიც ჯერ უცნობია. ყველა მოდელი სტილუსთან ერთად კომპლექტში იქნება წარმოდგენილი. 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.